Wednesday, 29 May 2019

არსენ ქოცოითი (1872-1944)



ოსური პროზის ფუძემდებელი, პოეტი, დრამატურგი და პუბლიცისტი არსენ ქოცოითი დაიბაა 1872 წლის 16 იანვარს სოფელ გიზელში. ამ სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სწავლას განაგრძობს არდონის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ კი მიიღო პედაგოგიური განათლება და მუშაობდა სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლად (დარღავსი, გიზელი).

კოსტა ხეთაგათი - "ფატიმა"


ფატიმა
(კავკასიური მოთხრობა)

მიძღვნა

ახ, რა უსაზღვრო სიხარულით, რარიგ სიამით,
ნაზო გოგონავ, გაგაფრენდი შორს მზაკვრულ წრიდან,
იდუმალ გრძნობით შემოგხვევდი მე ხელებს წამით, -
არ მოგაკლებდი მგოსნის გულის სიყვარულს წმინდას.

მყის ბავშვურ სმენას დაგიტკბობდი სათუთი ქნარით,
ოქროს სიმები მოგალხენდნენ, ნორჩს, მოკისკისეს,
მკერდზე მგოსნისა მილულავდი თვალს, მშვიდი, წყნარი,
ყოვლად უბიწოს გიმღერებდი, ხალისით სავსე.

ეჰ, ძალიან ბევრს მე შევთხაზვდი სიმღერებს მაშინ,
ვუძღვნიდი ქებას ლაღ ბუნებას, მშვენებით სრულსა,
მარადისს ტრფობას, აღტაცებას, განცდილს შრომაში,
ელვარე დარებს ნეტარებით გაბრწყინებულსა.

კოსტა ხეთაგათი - ლექსები


ის სურათები კოსტა ხეთაგუროვი


1. ჰეი, ვასთირჯი, მოგვხედე!
2. მოთქმა
3. ნანინა
4. ფიქრები
5. ჯიხვი
6. ობლების დედა
7. ო, ღმერთო ჩემო!
8. ანდერძი
9. ირემი და ზღარბი
10. ზამთარი

კოსტა ხეთაგათი (1859-1906)




ოსი ხალხის სულიერი წინამძღვარი, დიდი ოსი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე კოსტა ხეთაგათი დაიბადა 1859 წლის 15 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ პატარა აულ ნარში.
1866 წელს კოსტა ნარის სასულიერო სკოლაშ შეიყვანეს. შემდეგ კი, 187 წელს, კოსტა სწავლის გასაგრძელებლად კავკავის პრგიმნაზიულ სასწავლებელში მიუბარებიათ. 1871 წელს კოსტა სწავლას აგრძელებს სტავროპოლის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში.
კოსტა ხეთაგათი 1991 წლიდან სანკტ-პეტერბუტგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. ამავე დროს იგი კავკასიელი ახალგაზრების სტუდენტურ წრეებთან აქტიურად თანამშრომლობს.
უსახსრობის გამო 1885 წელს კოსტამ სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 1885-1891 წლებში მის ცხოვრებაში აქტიური ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდია.
აქტიური საზოგადო მოღვაწეობისათვის კოსტა ორჯერ გადაასახლეს: პირველად ყარაჩაის მთებში (1891-1893 წწ), მეორედ - ხერსონის გუბერნიაში (1898-1901 წწ).
კ.ხეთაგათი არის სიმბოლო ერის წინამძღვრისა, ერის სულიერებისა, ღრმა ადამიანურობისა, სიკეთისა, ძმობა-მეგობრობისა, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და ყველა იმ მაღალი ადამიანური ღირებულებებისა, რაც კი კაცობრიობას დასაბამიდან შეუქმნია.

სეკა გადიათი (1855-1915)


ცნობილი ოსი პოეტი, პროზაიკოსი, ოსური მხატვრული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი სეკა გადიათი დაიბადა 1855 წელს სოფ.განისში (ყუდის ხეობაში).

Thursday, 23 May 2019



21 მაისს ჩერქეზთა გენოციდის თარიღთან დაკავშირებით "კავკასიურ სახლში" გაიმართა ეთნოგრაფისა და ისტორიკოსის, პროფესორ ნუგზარ ანთელავას ლექცია  

Sunday, 5 May 2019

ნაირა გელაშვილის წინასიტყვა "კავკასიური ეტიკეტი - ეთნოლოგიური ეტიუდებისათვის".



წინასიტყვაობა
„აქეთ, აქეთ, ჩვეულებანო!
არ გაგვაჩნია ჩვენ საკმაო ადათ-წესები,
მიდის ყოველი და ლაყბობით უფასურდება.“
რაინერ მარია რილკე
     მეოცე საუკუნის უდიდესი ევროპელი პოეტი და მოაზროვნე - რაინერ მარია რილკე (1875-1926), ისევე, როგორც უკანასკნელი საუკუნეების ყველა გამორჩეული პოეტი, ფილოსოფოსი თუ რელიგიური მოაზროვნე, თავის ეპოქას - „ტექნიკური პროგრესის ხანას“ - უკიდურესი სულიერი გაღატაკების ნიშნით აღბეჭდილს ხედავს;
     ხედავს ადამიანს, რომელიც იმდენად სწრაფად შორდება საკუთარ თავს, რომ ამ მზარდი სიშორიდან თავისი მეტაფიზიკური ვინაობის დალანდვასაც კი ვეღარ ახერხებს;
     ხედავს „ადამიანთა მოდგმას“, სამყაროს შესახებ საუკუნეთა მანძილზე დაგროვილ ინტუიტურ თუ გამოცდილებისმიერ ცოდნას შეუნელებელი სისწრაფით რომ სწყდება და მთლიანად ყოფიერების ზედაპირზე ამოდის.

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.