ფატიმა
(კავკასიური მოთხრობა)
მიძღვნა
ახ, რა უსაზღვრო სიხარულით, რარიგ სიამით,
ნაზო გოგონავ, გაგაფრენდი შორს მზაკვრულ წრიდან,
იდუმალ გრძნობით შემოგხვევდი მე ხელებს წამით, -
არ მოგაკლებდი მგოსნის გულის სიყვარულს წმინდას.
მყის ბავშვურ სმენას დაგიტკბობდი სათუთი ქნარით,
ოქროს სიმები მოგალხენდნენ, ნორჩს, მოკისკისეს,
მკერდზე მგოსნისა მილულავდი თვალს, მშვიდი, წყნარი,
ყოვლად უბიწოს გიმღერებდი, ხალისით სავსე.
ეჰ, ძალიან ბევრს მე შევთხაზვდი სიმღერებს მაშინ,
ვუძღვნიდი ქებას ლაღ ბუნებას, მშვენებით სრულსა,
მარადისს ტრფობას, აღტაცებას, განცდილს შრომაში,
ელვარე დარებს ნეტარებით გაბრწყინებულსა.
I
დიდ ნაიბის საყონაღო
მასპინძელი უხვი
არი.
ჩეჩნეთიდან, ყაბარდოდან
მუდამ მოდის აქ
სტუმარი.
მოუსვენარ მთების
მკვიდრნი
რომ ცხოვრბენ
სულ განგაშში,
თავისუფალ დროს
აქ ლხენით
გარს უსხედან
სუფრას გაშლილს.
ძველ ადათის წესზე
ზრდილნი,
კავკასიის მთების
შვილნი,
ივიწყებენ შურს
და მტრობას, -
თუნდ მოსისხლე
იყვნენ მტრები.
წვეულნი, თუ შემთხვევითნი,
ერთდებიან აქ
სტუმრები.
უსხდებიან სუფრად
მარად
უფროსობის წესის
გვარად,
მთების აზატ ცხოვრებაზე
ოცნებობენ წმინდა
გრძნობით;
სვამენ სადღეგრძელოებს
და
საუბრობენ დიდიხნობით...
აქ ყონაღი ძმის
სწორია,
მათ ვერავინ ახლებს
ხელსა,
ელის ხალხის შეჩვენება
ამ ადათის დამრღვეველსა.
ვინაც იყოს: თუნდ
აბრაგი,
თუნდ ლტოლვილი
გულმწუხარი,
თუნდ ბებერი,
უსინათლო, -
ღია არის მისთვის
კარი.
აქ ყოველ წელს,
დღეობებზე,
ნახავთ ჩერქეზ
ლამაზ ქალებს,
შეკრებილნი საცეკვაოდ,
იტაცებენ ეშხით
თვალებს.
ბევრი ვაჟი ახალგაზრდა
იქ უნახავთ მოხიბლული,
მკაცრ შეხედვით
ქალს ანაზდად
დაუჭრია მათი
გული.
მაგრამ იყო შემთხვევები,
არა ერთი, - უამრავი,
რომ მთიელ ქალს
ჭაბუკის წინ
დაუხრია მორცხვად
თავი...
გამარჯვებებს
დაჩვეული,
თუმც ნაიბი ბებერია,
მას სიკვდილი
კი ერ აფრთხობს, -
მწუხარება მოერია.
ჭაბუკივით უდარდელი,
დარი იყო თუ ავდარი,
ის რომ ჰქროდა,
მარდი ცხენით, -
განა დიდი ხანი
არი?
თოფით ხელში,
ჭიუხებში,
ამაყი და გულმაგარი
ნადირობდა მოუსვენრად,
-
განა დიდი ხანი
არი?
ან მოსისხლეს,
როგორც ჩრდილი
სდევდა ღამით...
და მას დილით
თან მოჰქონდა
ნაპარტახი,
მტრის ხანჯალი
და ფაფახი...
მფარველობდა მას
ალაჰი...
ნუ ვუმღერებთ
ჩვენ იქ ტრფობას,
ნურც სახელზე
ვიწყებთ ბჭობას,
სადაც შურის კანონს
ისევ
აქვს წყურვილი
სისხლის ღვრისა...
მაგრამ, ვაი მოხუც
ჯიგიტს,
რა ნაღველს გრძნობს,
რა რიგ წვალობს,
თუ დაკარგულ შვილისათვის
ვერ იძიებს შურს
საბრალო;
დაუკარგავს მას
იმედი,
მოსვენება და
სიამე...
ნაღვლიანად მომღერალსა,
მეგობრად ჰყავს
ბნელი ღამე;
როგორც ქური,
მიდის მალვით,
საფლავისკენ...
როგორ კრძალვით
მეგობართან უცქერს
კრებას,
ხალხი როგორ ეჯავრება!..
ნაიბს დიდი აწევს
დარდი -
პირმშო შვილი,
ჩინი თვალის,
მას უყვარდა ჯამბულათი,
მაგრამ... მაინც
ახსოვს ვალი.
დღეს ნაიბი მოვალეა,
დაივიწყოს დრო,
წარსული
რადგან მოხუცს
აღსაზრდელად,
საპატრონოდ ჰყავს
ასული:
თვალწარმტაცი
ფატიმასი
მამობილი იგი
არის,
იმას უვლის, ვით
საუნჯეს,
იმას ეტრფის და
შეჰხარის.
- „შვილო, ხედავ,
რომ ჭაღარით
შევერცხლილა ჩემი
თავი -
შესაძლოა, მე
სულ მალე
დამეყაროს მიწა
შავი...
როცა მოკვდა დედაშენი
და შენ დარჩი
ობლად, ჩვილი,
ჩემს ოჯახში მოიყვანე
აღსაზრდელად,
როგორც შვილი...
მაშინ ალაჰს მივეც
აღთქმა,
რომ აღგზრდიდი
შვილის ტოლად
და ჩვენი მხრის
თავადებში
გაგატანდი რჩეულს
ცოლად.
როგორც ვარდი
გაზაფხულზე
მიმალულად ჰყვავის
მთებში
და ამშვენებს
მთლად გარემოს,
ისე შლიდი კვირტს
ჩემს ხელში,
იზრდებოდი და
ჰყვაოდი...
და მსმენელნი
შენი მქები,
მიმოდიან მაჭანკლები
სახელგანთქმულ
თავადების...
ნუთუ მათში არვინ
არის,
შვილო, შენთვის
სასურველი? –
ისინი მე მთხოვენ
შენს ხელს; -
მე არჩევანს შენსას
ველი.
ო, ფატიმა, ჰქრიან
წელნი,
შეგფერს უკვე
შენ დედობა...
ღვთის კანონზე
უარისთვის
არ მოგველის ჩვენ
შენდობა...
ცოდვა არის, გადათელო
ადათები ძველთაძველი...
თუ პასუხი დღესაც
არ ვთქვით,
შებრალებას ნუღარ
ველით.
ო, ფატიმა, ნუ
მაწვალებ,
აღარა აქვს ჩემს
გულს აჯა!
იგი ჯამბულათისათვის
საკმარისად დაისაჯა...
ჯამბულათიც, რაც
დაობლდა,
მე იმედაც თქვენ
გიცქერდით,
მე თქვენ გზრდიდით...
რა მხვდა ჯილდოდ
განაწამებს შავი
ბედითთ:
უკვე ხუთი წელი
გადის!
აღარ მოდის მისგან
ცნობა,
ვხედავ, შენაც
არ გაქვს ჩემი
სიბრალული, თანაგრძნობა!
ო, ფატიმა, ჩემო
კარგო,
ნუთუ სტირი, გდის
ცრემლები?
მე ხომ შენ არ
გემუქრები, -
მაღონებენ შენი
წლები...“
- მამავ, ტყვილად
ნუღარ ვკარგავთ
სიტყვებს და დროს!
ვიცი კარგად,
ჩვენ არ ძალგვიძს
ბრძოლა მეტი...
რა ვქნათ... იყავ
გადამწვეტი -
ღმერთიც, ხალხის
გაპატიებს -
გამათხოვე ვინც
გსურს, მასზე,
სიტყვის თქმაც
კი ზედმეტია
აქ ჩემს ბედნიერებაზე...
- „ო, ასულო,
მოხუც მამას
შენ ჰკლავ! ვფიცავ
ამ ჭაღარას.
ვფიცავ ალაჰს,
სხვა რამ ფიქრი
დამრჩენია აწ
აღარა -
მსურს შენ იყო
ბედნიერი...
ადათის და მამის
ნება
და არც ჩემი არჩევანი,
არც ერთი არ მენანება,
დავთმობ, რა წამს
განმიცხადებ
შენს ხვაშიადს,
გულისნადებს!
ეს იქნება, შვილო,
ჯილდო
წამებაში განვლილ
წლების,
შავბედი რომ დამცინოდა
-
სთქვი მართალი,
გეხვეწები!“
- მამავ! გახსოვს
ჩეჩნეთიდან
მაცნე ჩვენთან
რომ მოვიდა
მოაჭენა ღამით
ცხენი
და უამბო ხალხს
ამ ხევის,
მან ამბავი, საზარელი,
გიაურთა შემოსევის?..
ახალგაზრდა და
მოხუვი
გაეშურა სულაკს
ხელად,
გახსოვს, მე და
ჯამბულათი
გემუდარეთ გულფიცხელად,
რომ გაგეშვა ისიც
ომში.
ვით ღელავდა,
გახსოვს, ლაღი?
სისხლისმღვრელი
ომისათვის
შენი ვაჟი იყო
ბალღი...
გამოგტაცა მაინც
ნება...
ეჰ, უგნური მასთან
ეთად
მეც გადავყევ
ბავშვურ ფიქრებს -
მაგრამ, ალბათ,
გვქონდა ბედად!
მხედართ შორის
ყველას სჯობდა
ის მხედარი უწვერული,
ომს კი არა,
- ლაღ ცხოვრებას
ის ეტრფოდა წრფელი
გულით.
მაშინ იმას მე
ვუყვარდი...
მაპატიე აღსარება...
ხუთი წელი ტყუილ
ცდაში
უკვე გადის, უკვლოდ
ქრება.
ვით უსიზმრო ღამეები,
რომ შუქიც კი
არსად ჩნდება,
მაინც, ხშირად,
მე იმედით
მწარე იჭვი მეფანტება,
ველი... მარამ
უღირს ქალის
რაა ფიცი, ან
ოცნება!
რომ იმისთვის
შენ გათელო
ადათების წმინდა
ნება...
ალბათ, იყო ბედი
ჩვენი,
რომ დავკარგეთ
ერთმანეთი,
დავიღუპეთ ორივენი...
ეჰ, დიდობდეს
დიდი ღმერთი!
აჰა, მამავ, მორჩილი
ვარ,
უბედური ჩემი
ბედის,
აღარ მინდა გაწვე
ბარგად,
აღარ მინდა გტანჯო
მეტი -
მე ქედს ვიხრი
ადათის წინ,
ვტეხ ყმაწვილურ
ფიცს, ოცნებას.
დავივიწყებ მე
ჯამბულათს,
და მივყვები...
- დამრთავ ნებას?
იბრაჰიმსა...“
- „რა სთქვი,
შვილო?“
- „ღმერთმა მარგო
მე ის ბედად!“
- „მაგრამ ის
ხომ არარაა,
ღატაკია ის ხომ
მეტად?
რას ჩადიხარ?..“
- „მამავ, მას
აქვს
დიდი ხნიდან ჩემი
ტრფობა“.
- „ის თავადიც
რომ არ არის?“
- სულ ერთია...
ჩემი გრძნობა
იმას ირჩევს.
მამაც, გწამდეს -
შრომა ოფლში განბანილი
და გამთბარი სიყვარულით
ჩემთვის არის
უფრო ტკბილი...
მამავ. შენ ხომ
უგნურ ასულს
მოუსმინე აღსარება,
აწ განსაჯე იგი
მკაცრად,
როგორც იყოს შენი
ნება;
ახლაც მიეც მას
სასჯელი!..
მოხუცი კი თვალზე
ჩარა
ხელს იფარებს...
და პასუხად
მხოლოდ ცრემლი გადმოღ
No comments:
Post a Comment