Wednesday, 29 May 2019

არსენ ქოცოითი (1872-1944)



ოსური პროზის ფუძემდებელი, პოეტი, დრამატურგი და პუბლიცისტი არსენ ქოცოითი დაიბაა 1872 წლის 16 იანვარს სოფელ გიზელში. ამ სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სწავლას განაგრძობს არდონის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ კი მიიღო პედაგოგიური განათლება და მუშაობდა სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლად (დარღავსი, გიზელი).

ა.ქოცოითი აქვეყნებდა მასალებს გაზეთებში „ყაზბეგი“ და „თერგის უწყებანი“.
1905-1908 წლებში ის ცხოვრობდა პეტერბუგრში. 1909-1910 წლებში გადმოდის თბილისში და მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „აფსირი“ (თავთავი), რომელიც ოსური კულტურისა და განათლების საქმეს ემსახურებოდა.
1923 წელს არსენ ქოცოითი ცხინვალშია. სწორედ მისი დიდი შრომის შედეგად დაარსდა ჟურნალი „ფიდუაგი“ 1927 წელს, იგი იყო ამ ჟურნალის პირველი რედაქტორი.
1929 წლიდან არსენ ქოცოითი ბრუნდება ვლადიკავკაზში და ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა.
არსენ ქოცოითის მოთხრობებმა „გიგოს აღდგომა“, „აზაუ“, „სალომე“ და სხვ. მკითხველთა დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მისი ნაწარმოებები რამდენჯერმე გამოიცა ცალკე  წიგნად. 1971 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების ორტომეული.
არსენ ქოცოითი გარდაიცვალა 1944 წლის 4 თებერვალს.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.