(წინამდებარე ტექსტი შემოკლებულია ბლოგის ავტორის მიერ.)
1. ზოგადი ცნობები სვანებსა და სვანურზე
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ის მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე და სვანეთის ქედის ორივე მხარეს. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად ჰყოფს: ერთი, ეს არის ენგურის ხეობა – ზემო სვანეთი, რომელსაც მესტიის რაიონი ეწოდება (ცენტრი – დაბა მესტია) და მეორე ეს არის ცხენისწყლის ხეობა – ქვემო სვანეთი, რომელსაც ლენტეხის რაიონი ეწოდება (ცენტრი – დაბა ლენტეხი).

ზემო სვანეთი:
სიმაღლე: ზ.დ. 700-2200მ.
ფართობი: 3320 კვ.კმ.
მოსახლეობა: დაახლ. 20 000.
ქვემო სვანეთი:
სიმაღლე: ზ.დ. 600-1550მ.
ფართობი: 1521 კვ.კმ.
მოსახლეობა: დაახლ. 15 000
სვანეთის ფართობი სულ: 4841 კვ.კმ-ია (საქართველოს ფართობის 7%).
სვანურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი სულ შეადგენს დაახლ. 45 000ადამიანს.
ზემო სვანეთის სოფელი უშგული (ზ.დ. 2200მ) ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია ევროპაში.
სვანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი,
დასავლეთიდან – სამეგრელო და აფხაზეთი.
სამხრეთიდან – იმერეთი და სამეგრელო.
ჩრდილოეთიდან – ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი კავკასიონის მთებს გადაღმა.
სვანები არიან კოდორის ხეობაშიც (ე.წ. აფხაზეთის სვანეთში), სადაც 5 000-ზე მეტი სვანი ცხოვრობს.
მათი დასახლებები გაჩნდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მიგრაციის გამო.

2. დიალექტები.
სვანურში ოთხი კილოა, რომლებიც ორ ჯგუფს განეკუთვნება: ზემო სვანურ კილოებში შედის: ბალსზემოური და ბალსქვემოური, ხოლო ქვემოსვანურში: ლენტეხური და ლაშხური.
სვანური ენა გრამატიკულად შეისწავლა აკაკი შანიძემ, რომლის თქმითაც უმლაუტი და გრძელი ხმოვნები ის მთავარი ნიშნებია, რაც სვანურს სხვა ქართველური ენებისაგან განასხვავებს. თუმცა, ცნობილია ის ფაქტიც, რომ უშუალოდ სვანურ ენაშიც აღნიშნული მახასიათებლებით სვანური კილოები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
სვანური ენის კილოებად დაყოფის საფუძველს ქმნის სამი ფონეტიკური მოვლენა: ხმოვანთა სიგრძე, უმლაუტი და რედუქცია.

დიალექტები ხმოვანთა სიგრძე უმლაუტი რედუქცია
ბალსზემოური + + +
ბალსქვემოური – + +
ლაშხური + – +
ლენტეხური – + –
ბალსზემოური + + +
ბალსქვემოური – + +
ლაშხური + – +
ლენტეხური – + –
კვლევისათვის ძირითადად იყენებენ ბალსზემოურს, რადგან მას სამივე მახასიათებელი გააჩნია.
ზემო სვანეთი ორად იყო გაყოფილი: ე.წ. უბატონო სვანეთად (ბალის მთის აღმოსავლეთით – ქალსზემოური) და სადადეშქელიანოდ (ბალის მთის დასავლეთით – ბალსქვემოური), მათ შორის ბუნებრივ საზღვარს ბალის მთა და უღელტეხილი წარმოადგენდა.
ზემო სვანეთსი სულ 15 თემია:
1. უშგული
2. კალა
3. იფარი
4. მულახი
5. მესტია
6. ლენჯერი
7. ლატალი
8. ბეჩო
9. ეცერი
10. ცხუმარი
11. ფარი
12. ჩუბეხევი
13. ჭუბერი
14. ლენხერა
15. ლახამულა
ბალსზემო სვანეთია 1-7
უშგულური და ლატალური წარმოადგენენ ბალსზემოურის კილოკავებს.
ბალსქვემო სვანეთია 8-15
ბეჩოური, ეცერული, ცხუმარული, ჩუბეხევური და ლახამურული კი ბალსქვემოურის კილოკავებია.

ქვემო სვანეთში სამი თემია: ლაშხეთი, ჩოლური და ლენტეხი.
ჩოლურულთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს: აკაკი შანიძისთვის ის კილოკავია ხოლო ალექსანდრე ონიანისთვის დიალექტიც შეიძლება ეწოდოს, თუმცა დასკვნისაგან ის თავს იკავებს.
აღსანიშნავია რომ ზემო ჩოლურული წარმოადგენს ლაშხურის კილოკავს, ხოლო ქვემო ჩოლურული – ლენტეხურისას. მიუხედავად ამისა, ზემო ჩოლურულში დამახასიათებელია ლენტეხურის უმლაუტი, ქვემოში კი ლაშხურის გრძელი ხმოვნები.

3. სვანურის შესწავლის ისტორიიდან
სვანური მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით და სხვა სახის ხელოვნების ნიმუშებით, რომელთა წარწერებში ძირითადად ქართული ენაა გამოყენებული, თუმცა მასში ურევია ე.წ. სვანიზმებიც, ანუ სვანური ხასიათის ენობრივი თავისებურებებიც (ტერმინი ეკუთვნის ს.ჟღენტს).
სვანური ლექსიკა ფიქსირებულია XVIII საუკუნეში აკადემიკოს იოჰან გიულდენშტედტის მიერ. იოჰანმა დატოვა სვანურის, ქართულის, მეგრულის, ჩერქეზულისა და სხვა კავკასიური ენების ლექსიკის ჩანაწერები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდგომ გამოიცა.
იულიუს კლაპროთმაც იმოგზაურა კავკასიაში, აღწერა და გააკეთა ლექსიკური ჩანაწერები სვანური ენის შესახებ. გიულდენშტედტის ის ჩანაწერები, რომლებიც კავკასიას ეხებოდა გამოსცა თავისი შენიშვნებით.
მიუხედავად მათ მიერ მოცემული მონაცემების ბევრი უზუსტობისა ამ მეცნიერების წვლილი კავკასიური ენების შესწავლის საკითხში ძალიან დიდია, ისინი პირველები იყვნენე ვინც შენიშნა იბერიული (ქართველური) ენების ნათესაური კავშირი. გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ სვანური ენა ყველაზე მეტად იყო დაშორებული ქართულს, ხოლო კლაპროთმა დაასაბუთა ლაზურის ნათესაობა სხვა ქართველურ ენებთან.
აღსანიშნავია გ.როზენის წვლილიც. მან 1843 წელს წაიკითხა მოხსენება ლაზურის შესახებ, სადაც უამრავი შედარება მოიყვანა ქართველური ენებიდანაც, აღნიშნული მოხსენება 1845 წელს დაიბეჭდა. ამავე წელს თავის მოხსენებაში მიმოიხილა სვანური ენა მეგრულთან და აფხაზურთან ერთად. როზენმა საფუძველი ჩაუყარა ქართველურ ენათა ლექსიკის შედარებითი მეთოდით შესწავლას. მის ცნობებს ეყრდნობოდნენ ფრანც ბოპი და ალექსანდრე ცაგარელი, თუმცა მიუთითებდნენ მისი მონაცემების უზუსტობებზეც, რადგან როზენის ინფორმატორი ლაშხელი სვანი იყო.
სვანურს იკვლევდა პეტრე უსლარიც ბალსზემოურელი სვანისაგან. მან დაინახა განსხვავება თავისი და როზენის კვლევებს შორის, მან იფიქრა, რომ როზენის ინფორმატორი სვანური ენის მცოდნე ლეჩხუმელი ან მეგრელი იყო, ამიტომ უარი თქვა მის რუსულად თარგმნაზე. 1861 წელს პეტრე უსლარმა სვანური ენის გრამატიკის მხოლოდ მოკლე ნაწილის დაწერა შეძლო, რომელიც მისი სიკვდილის შემდგომ აფხაზური ენის დანამატის სახით გამოიცა.
1890 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის ჟურნალში ბესარიონ ნიჟარაძის მიერ რუსულად თარგმნილი სვანური სიმღერები, გამოცანები და ანდაზები გამოიცა, აქვე იყო ა.გრენის გრამატიკული შენიშვნები სვანური ტექსტებისთვის, რომელშიც პირველადაა ნახსენები ჩოლურული. ამავე ჟურნალის სხვა ნომერში დაიბეჭდა ივანე ნიჟარაძის შედგენილი რუსულ-სვანური ლექსიკონიც.
ინგლისურ-სვანური ლექსიკონის შედგენა უკავშირდება ოლივერ უორდროპის სახეს, რომელშიც 1500-მდე ლექსიკური ერთეულია, თუმცა თან ერთვის მონათესავე სემანტიკის სხვა სიტყვებიც.
რ. ერკერტმა განიხილა სვანური ენის გრამატიკის ცალკეული საკითხები სხვა კავკასიურ ენებთან მიმართებაში.
ა. დირმა მიმოიხილა სვანური ენის სტრუქტურა.
ბ. ნიჟარაძემ გამოსცა სვანური ენის მოკლე გრამატიკა და ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონი.
ნ.მარმა პირველმა გამოჰყო სხვანურის დიალექტები, შეადგინა სვანურ-რუსული ლექსიკონი, გამოსცა სვანური (ლაშხური) ტექსტები და ბოტანიკური ლექსიკონი.
სვანურის შესწავლის ახალი ეტაპი დაიწყო თსუ-ში ქართველოლოგიური კვლევითი ცენტრის შექმნით.
აკაკი შანიძემ დაადგინა სვანურში ხმოვანთა რედუქციისა და უმლაუტის თავისებურებები.
ვარლამ თოფურიამ გამოსცა წერილები სახელთა დაბოლოების ისტორიისა და უმლაუტის შესახებ სვანურ ენაში, „სვანური ზმნა“, სვანური ენის გრამატიკული მიმოხილვა ქართულადა და რუსულად.
შანიძემ და თოფურიამ შეკრიბეს და რამდენიმე ტომად გამოსცეს სვანური ხალხური პოეტური და პროზაული თხზულებები. თუმცა, გამოცემებიდან ქართული თარგმანი მხოლოდ „სვანური პოეზიის“ ტომს ახლავს.
კ.დონდუამ შეადგინა „სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“ (ლაშხური), რომელიც 2001 წელს გამოიცა.
ასლან ლიპარტელიანმა შეადგინა „სვანურ-ქართული ლექსიკონი“ (ჩოლურული), რომელიც 1994 წელს გამოიცა.
იზა ჩანტლაძემ, რუსუდან ბაბლუანმა და ჰაინც ფენრიხმა შეადგინეს „სვანურ-გერმანულ ზმნათა საძიებელი“ (ჩოლურული), რომელიც 2003 წელს გამოიცა გერმანიაში.
2000 წელს გამოიცა მაქსიმე ქალდანისა და ვარლამ თოფურიას „სვანური ლექსიკონი“, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ 1936 წლიდან დაიწყო, თუმცა არცერთს არ დასცალდა საქმის ბოლომდე მიყვანა. ლექსიკონს სრული სახე მისცეს მომდევნო თაობის მეცნიერებმა.
ენათმეცნიერებაში დამკვიდრებული გერჰარდ დეტეერსის მეთოდის მიხედვით, სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს ყველაზე ადრე გამოეყო.
სვანური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის შედგენა უკავშირდება არნ.ჩიქობავას, კ.შმიდტის, გ.კლიმოვის, ჰ.ფენრიხისა და ზ. სარკველაძის სახელებს.

4. სვანური, როგორც ქართველური ჯგუფის ენა.
ქართველურ ენთა შესახებ პირველი ცნობები წარმოადგენს დიამერიზმებს (ენათა და ხალხთა განყოფის კატალოგები), სადაც ნოეს შთამომავალი ხალხები და მათი ენებია დასახელებული. ასეთი წყაროებიდან უძველესია იპოლიტე რომაელისა და იულიუს აფრიკანუსის ქრონიკები, რომელთა მიხედვითაც ბაბილონის გოდოლის დაქცევის შემდეგ დარჩა 72 ხალხი და ენა, მათ შორის 15 სამწერლობო.
იპოლიტე, ისევე როგორც იულიუსი, დამწერლობის მქონე ხალხთა სიაში პირველებს იბერიელებს იხსენიებდა.
წყაროებში დამწერლობის მქონე იბერიელებთან (ქართველებთან) ერთად მოიხსენიებიან დამწერლობო ენის მქონე იბერიელი ხალხი – კოლხებიც (ლაზები და მეგრელები).
აკად. სიმონ ჯანაშიას აზრით ქართველი ტომების სახელებში (ქართები,მეგრელები, ჭანები, სვანები) უძველესი სვანი და ჭანია, რადგან სხვა სატომო სახელები მორფოლოგიის მიხედვით უფრო გვიანდელი ხანის უნდა იყოს.
ტერმინი “სვანი” ასეთივე ფორმითაა ცნობილი ანტიკური მწერლობისთვის, ასევე გვხვდება ამ სახელის ისეთი დაწერილობებიც, რომლებიც ახლოს დგანან ქართულთან.
ჯანაშია აღნიშნავს, რომ იგივე სახელით იცნობენ სვანებს მეზობელი ტომებიც, ხოლო მათი თვითსახელწოდება “შუან”-ია. “შუან” ფუძე თანამედროვე სვანურში ნიშნავს სვანთა მიწა-წყალს, ანუ ის ტოპონიმია, ეთნონიმად კი პრეფიქს მჷ-ს დართვით გადაიქცევა, სადაც ჷ – უ-ში გადადის, შედეგად ვიღებს: მუშუან-ს. მრ. რიცხვში სვანები იქნება: შუან-არ.
ჯანაშიას აზრით, “შუან”-ით სვანეთის აღნიშვნა მეორეული მოვლენაა და ის თავიდან სატომო სახელს წარმოადგენდა, რაც საბუთდება მოცემული ფუძის სხვა წარმოებებითაც. მაშასადამე, სვანს, სვანეთსა და სვანურ ენას ამოსავალ ფუძედ აქვს უძველესი ქართველური ეთნონიმი “სვანი”.
ზ.სარჯველაძის გამოკვლევით ეს ეთნონიმი ქართულ წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება.
“საურმაგ… სხუანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი.” (ქართლის ცხოვრება)
წყაროები მეტყველებენ იმაზეც მეტყველებენ, რომ ქართველური ტომები წარსულშივე სხვადასხვა ენებად იყოფოდნენ და სვანები მრავალრიცხვოვანნი ყოფილან. ძველი ბერძენი ისტორიკოსის, სტრაბონის ცნობების მიხედვით, სვანებს 200 000-იანი არმიის შეკრებაც კი შეეძლოთ. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს წყარო ზუსტია, მაშინ სვანების რიცხვი სულ მცირე ნახევარი მილიონი უნდა ყოფილიყო.

5. სვანურის გავრცელების არეალი დღეს და ისტორიული ვითარება.
სვანეთის მრავალრიცხვოვნობ გაზვიადებული რომ არაა ამაში ტოპონიმიკა გვარწმუნებს. კერძოდ, სვანურისთვის დამახასიათებელი -იშ (-შ) სუფიქსიანი დასახელებების სიმრავლით გამოირჩევა ლეჩხუმის ვრცელი ტერიტორია. სვანური სახელები გვხვდება ზემო იმერეთში, რაჭასა და მთიანი სამეგრელოში, ასევე კავკასიონის ქედს გადაღმა, მდ.ყუბანისა და მდ.თერგის შენაკადთა სათავეებშიც.
ივ.ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ეს სახელები ლეჩხუმში მეგრულ-ჭანური ტომების გავლენის გამოა შემორჩენილი, თუმცა მაქსიმე ქალდანი თვლის, რომ მიზეზი სვანური მოსახლეობაა.
ქალდანის მოსაზრება სახელების სვანური მორფოლოგიისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დასტურდება. კერძოდ, ლა-ა, ლე-ა/ე, -არ აფიქსებით.
აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ ლეჩხუმისა და სვანეთის ტოპონიმიკაში ბევრი “ტყუპისცალი” გვხვდება. მაგ: ლეჩხუმური ტოპონიმი “ლახამეილაში” აშკარად სვანური წარმოშობისაა, “ხამ” სვანურად ნიშნავს ღორს, ლა-ა/ე წარმოადგენს დანიშნულების ფორმანტს (ქართულში სა-ე), ხოლო -ილ აფიქსი კნინობითის მაწარმოებელი ფორმანტია, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მორფემა დღემდე აქტიურად გამოიყენება სვანურ ენაში. გარდა ამისა, სვანეთში ვხვდებით რაიონ ლახამულას, მდინარესა და სოფელ ლახამს. ასე რომ აღნიშნული მოვლენა შემთხვევითი ნამდვილად არაა.
თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ქალდანის შეცდომებიც. მაგალითად: სოფლის სახელი ლაჯანა, მდინარე და ხეობა ლაჯანური მაქსიმემ დაუკავშირა სვანურს, ძირის მითითების გარეშე, ხოლო მდინარის სახელი ბოლოსართის გამოუყოფლად დაასახელა (ლა-ჯამურ-ა). სავარაუდოდ ლაჯანის ფუძე მეგრულ-სვანური “ლაჯ” უნდა იყოს, რაც იფანს ნიშნავს.
სხვაგვარი სურათია -ერ სუფიქსიან ტოპონიმებში. წარმოშობით ის საერთო ქართველური აფიქსია, თუმცა მხოლოდ სვანურისთვის წარმოადგენს ტოპოფორმანტს. ქართულ-მეგრული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე ასეთი ტოპონიმები გვხვდება მხოლოდ იქ, სადაც სვანური ტომები სახლობდნენ თავის დროზე. -ერ სუფიქსიანი ტოპონიმები სვანურში მრავლადაა: გვალდერი (“გვალ”-ბოსელი), ტვიბირი (“ტვიბ”-ხევი), კაერი (“კა”-ფიქალი), შდაულერი (“შდაულ”-მერცხალი) და სხვ.
ლეჩხუმის რაიონული ცენტირს ცაგერის მნიშვნელობა სვანურში “ეკლიანია”.
მატოპონიმირებელი პრეფიქსები ლა და ლე წარმოშობით ან სვანურია ან კოლხური, ასეთ დროს წარმოშობა ძირის მიხედვით ირკვევა. მაგ: ლანჩხუთი, მისი ფუძე კოლხური “ჩხოუ”(ძროხა) , სიტყვის მნიშვნელობა კი “ბოსელი” იქნება.
დავაა სახელ “ლეჩხუმის” წარმომავლობაზე, რომლის მნიშვნელობაც კოლხურად “სათევზაო ადგილს”, სვანურად “რცხილნარს” ნიშნავს, ხოლო მესამე ვარადით ის უკავშირდება ძველ ეთნონიმს, რომელიც დაცულია სოხუმის ძველ დასახელება “ცხუმში”. თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ ვერ კეთდება.
სვანური სახელები გვხვდება ზემო იმერეთში, მაგ: კაცხი, რომელიც სვანეთშიცაა, სვანურად “წვეროს”, “თხემს” ნიშნავს.
რაჭაშიც – მაგ: სოფ.ღები, სვანურად ღები “სკას” ნიშნავს. სვანეთში კი გვხვდება სოფლები: ღვებალდი, ღვებრა და სხვ. მდ. სკოდორი, სკოდორი სვანურად “ღრმას” ნიშნავს, ცნობილია რომ ეს მდინარე მიედინება ონსა და ამბროლაურს შორის, მისი კალაპოტი ვიწროა, თავად კი საკმაოდ ღრმაა.

6. სვანურის ბგერითი შემადენლობა.
სვანური ქართულისა და კოლხურისაგან გამოირჩევა ხმოვნების სიმრავლითა და ნაირგვარობით. სვანური დიალექტების გასამიჯნად სწორედ ხმოვნებს შორის სხვაობა გამოიყენება. ფონეტიკური სისტემა ყველაზე სრულყოფილად კი ბალსზემოურშია წარმოდგენილი.
ხმოვანთა კლასიფიკაცია:
6 მარტივი ხმოვანი: ა, ე, ი, ო, უ, ჷ.
6 გრძელი ხმოვანი (თავზე ტირით).
3 უმლაუტიანი ხმოვანი (თავზე ორი წერტილით).
3 უმლაუტიანი გრძელი ხმოვანი (თავზე ტირითა და ორი წერტილით.

ამრიგად, ბალსზემოურში გვაქვს 18, ლენტეხურში 12, ლაშხურში კი 9 ხმოვანი.
ნეიტრალური ჷ ხმოვანი გვხვდება მხოლოდ ზუგდიდურ-სამურზაყანულ მეგრულში. აკაკი შანიძე თვლიდა, რომ ეს ხმოვანი სხვა ხმოვნის რედუქცირებული ვარიანტია და უმეტესად ის ერთად თავმოყრილი თანხმოვნების გამოთქმის გასაადვილებლად გამოიყენება. ჷ გვხვდება სიტყვის ფუძეებშიც და აფიქსებშიც, თუმცა ვარადობენ რომ ის შედარებით გვიანდელი ხმოვანია.

გ.მაჭავარიანის ცხრილი:
1. მარცხენა ფერდის ხმოვნების უპირისპირდებიან მარჯვენა ფერდის ხმოვნებს ლაბიალურობით: ო-ა, უ-ჷ, ო(უმლ.)-ა (უმლ.).
2. წინა ფერდის ხმოვნები უპირისპირდებიან უკანა ფერდის ხმოვნებს პალატარულობით:
ო (უმლ.)-ო, უ(უმლ.)-უ, ა(უმლ.)-ა, ი-ჷ.
ო (უმლ.)-ო, უ(უმლ.)-უ, ა(უმლ.)-ა, ი-ჷ.
3. ქვედა კუთხეების ფონემები უპირისპირდებიან ზედებს ღიაობით:
ო(უმლ.)-უ(უმლ.), ო-უ, ა-ჷ, ა(უმლ.)-ი.
ო(უმლ.)-უ(უმლ.), ო-უ, ა-ჷ, ა(უმლ.)-ი.
4. სისტემაში “ე” ფონეტიკურად პალატალურია, ის არაა ლაბიალური და საშუალო ღიაობის “ა”-სა ა “ი”-ს შორის ექცევა.
7. გრძელი ხმოვნები სვანურში.
სვანურს ქართულისა და მეგრულ-ლაზურისაგან განსხვავებით მოეპოევება გრძელი ხმოვნები. გრძელი ხმოვნები გვხვდება ბალსზეოურსა და ლაშხურში. ჩნდება კითხვა: სიგრძე განვითარებლია სვანურის ორ კილოში თუ დაკარგულია სხვებში?
ა.შანიძის კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ ლენტეხურსაცა და ბალსზემოურსაც ახასიათებდათ ხმოვანთა სიგრძე, თუმცა დაკარგეს სავარაუდოდ ქართულისა და მეგრულის გავლენით.
პროფ. სერგი ჯღენტი ფიქრობდა, რომ სვანურში ხმოვანთა სიგრძე ფონეტიკური მახასიათებელი იყო და არა ფონოლოგიური (ანუ არსებული ნიშანი არ ცვლიდა სიტყვის მნიშვნელობას), თუმცა ალექსანდრე ონიანი დაუპირსპირდა მის მოსაზრებას და მოიყვანა ისეთი მაგალითები, რომლებითაც საკუთარი პოზიცია გაამყარა.
ალ.ონიანი დაეჭვდა იმაშიც, რომ შესაძლო იყო გრძელი ხმოვნები ქართულ ენებშიც ყოფილიყო ადრე. თუ მისი მოსაზრების სისწორეს დავუშვებთ და ვიტყვით, რომ გრძელი და მოკლე ხმოვნების განსხვავება განსხვავება ქართულში რედუქციაზე აისახებოდა, მაშინ საერთო ქართველურ ფუძეში, სადაც სვანურში მოცემული გვაქვს გრძელი ხმოვანი, ქართულში დაუშვებელი უნდა იყოს ამ სიტყვის რედუქცია. თუმცა, აღნიშნული პროცესი ყოველთვის არ ფიქსირდება. მაგალითად “სვანი” ქართულში უკუმშველია, თმცა სვანურში ის გრძელ ხმოვანს არ შეიცავავს და იკუმშება კიდეც.
ზოგ ფუძეში, რომელიც სვანურში გრძელ ხმოვანს შეიცავს ხმოვნის სიგრძე მეორეულ მოვლენას წარმოადგენს და მას წინ უძღვის ხმოვანთა შერწყმა ან ბგერის დაკარგვა. მაგ: ყა(გრძ)რ -ხმოვნებს შორის “უ” დაიკარგა, მის გარშემო დარჩენილი ორი “ა” კი გადაიქცა გრძელ “ა”-დ. ჯი(გრძ)რა მიღებულია “ჯიჰრა”-დან (მუხა), ჰ-ს დაკარგვის გამო ი ხმოვანი “დაგრძელდა”.

8. უმლაუტი.
სვანური უმლაუტი ბუნებითა და თვისებით გერმანულს გავს, სადაც ასიმილაცია რეგრესულია. სვანურში უმლაუტი მოუდია ა,ო და უ მარტივ ხმოვნებს, ასევე მათ გრძელ ვარიანტებს. ლაშხურში უმლაუტიანი ხმოვნები საერთოდ არ გვაქვს.
უმლაუტი სვანურში წესით გიულდენშტედტისა და როზენს უნდა აღმოეჩინათ, რადგან ისინი გერმანელები იყვნენ, თუმცა როგორც უკვე ვიცით, მათი ინფორმატორები სწორედ ლაშხი სვანები იყვნენ.
უმლაუტი სვანურში პირველად შენიშნა ბესარიონ ნიჟარაძე, მან თავის ლექსიკონში უმლაუტიან ა-ს ერთი წერტილი დაურთო თავზე, გრძელ ხმოვნებს მათი დუპლიკაციით აღნიშნავდა, ხოლო გრძელ უმლაუტიან ხმოვნებს წერტილს მეორე ხმოვანზე ურთავდა. ბესარიონი უმლაუტიანი ო-ს მაგივრად “ვე”-ს წერდა, უ-ს მაგივრად კი – “უი”-ს, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მას უმლაუტი არ შეუსწავლია.
უმლაუტის შესწავვლა დაკავშირებულია აკაკი შანიძის სახელთან. მან დაადგინა, რომ უმლაუტს სვანურში ე და ი ხმოვნები იწვევს, ისინი ვიწროები არიან და ავიწროვებენ წინამდებარე მარტივ ხმოვნებსაც. აუცილებელი პირობაა მაუმლაუტირებელი ხმოვნები უშუალოდ უნდა მოსდევდნენ მარტივ ხმოვნიან მარცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ი ხმოვანი მოქმედებს ყველანაირ ხმოვანზე, ე.ი. მეტად მაუმლაუტირებელია, ხოლო ე მოქმედებს მხოლოდ ა ხმოვანზე და ისიც მაშინ, როდესაც თავად მოკლეა და რედუქციითაა დაკარგული. (მაგ: ბა(უმლ)ე – ფოთოლი).
შანიძემვე აღმოაჩინა, რომ თუ ა(უმლ)-ს წინ უძღვის უკანაენისმიერი ბგერები: გ,ქ და კ, თანხმოვნები მას იოტას უჩენენ: კჲა(უმლ), ქჲა(უმლ), გჲა(გრ.უმლ.) და ა.შ. შანიძის გადაწყვეტილებით, ბეჭდვისას იოტა არ იწერება, თუმცა იგულისხმება.
ვარლამ თოფურიას გამოკვლევებით დადასტურდა, რომ სვანურში ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი -იშ გამოიყენება უმლაუტიან სიტყვებში, ხოლო -აშ უუმლაუტოებში. მანვე აღწერა აბლაუტი, მოვლენა, რომლის დროსაც უმლაუტიანი ა ე-სგან მიიღება.
ამ საკითხზე მუშაობდა მაქსიმე ქალდანიც, ის იყო პირველი, რომელმაც გამოყო უმლაუტის მეორე სახე:
1. უმლაუტი, რომელსაც ე და ი იწვევს წინა მიმართულებისაა.
2. უმლაუტი, რომელსაც მომდევნოპოზიციისეული ა და უ განაპირობებს უკანა მიმართულებისაა.

9.თანხმოვნები.
სვანურში 30 თანხმოვანი გვაქვს. კბილისმიერი “ვ”, როგორც ფონემა მხოლოდ ლენტეხრშ გამოიყენება, დანარჩენ კილოებში მას ჩაენაცვლება უ-ბრჯგუ, ანუ უმარცვლო უ. (გამოიყენებოდა ძველ ქართულ დამწერლობაში, დღემდე შემორჩენილია საეკლესიო ტექსტებში).
სვანურის მჟღერი თანხმოვნები სხვა ქართველური ენებისაგან გამოირჩევა მეტი ინტენსივობითა და ენერგიულობით.
ფარინგალური ფშვინვიერი ჴ (ხარი) გამქრალია კოლხურში, შემორჩენილია ქართულის ზოგიერთ დიალექტში, ხოლო აქტიურად გამოიყენება სვანურის ყველა კილოში.
სვანურში დასტურდება ფარინგალურ ხშულთა კიდევ ერთი წევრის არსებობა, თუმცა მას ფონოლოგიური ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ თანხმოვანთა ცხრილში არ დაიტანება.

10. ასიმილაცია-დისიმილაცია და სხვა ფონეტიკური პროცესები.
ფონეტიკური პროცესებიდან სვანურში აღსანიშნავია რედუქცია, მეტათეზისი, ასიმილაცია და დისიმილაცია.
რედუქცია ეწოდება ხმოვნის დაკარგვას ან თანხმოვნად ქცევას მეზობელი ხმოვნების გავლენით.
ეს მოვლენა პირველად აკაკი შანიძემ გამოიკვლია. მან დაადგინა, რომ სახელი ფუძისეულ ხმოვანს კარგავს იმ შემთხვევაში. როცა ბრუნვის ნიშანის სუფიქსი ხმოვნით იწყება. მისი აზრით, აფიქსების გავლენა ფძისეულ ხმოვნებზე ქართველურ ენათა ერთობის ხანაში განსაკუთრებით ძლიერი უნდა ყოფილიყო. ეს კანონი ძველებური წესით შემორჩენილა სვანურის სამი დიალექტში, შესუსტებულია ქართულსა და ლენტეხურში, მოშლილია მეგრულში.
ვარლამ თოფურიამ ჩამოაყალიბა რედუქციის 4 წესი:
1. რედუცირდება ყველა არაგრძელი ხმოვანი.
2. რედუქციას არ ემორჩილება ერთმარცვლიანი გაორმარცვლიანებისას.
3. რედუქციას იწვევს პრეფიქსიც და სუფიქსიც.
4. რედუცირდება ერთი ხმოვანი. (თუმცა, მერი ნიკოლაიშვილმა ბზ-ის მასალაზე დაყრდნობით გამოყო ის წესები, როდესაც რედუცირდება ორი ხმოვანი.)

რედუცირების წესი ქართულისათვის:
1. კუმშვას იწვევს მხოლოდ სუფიქსი.
2. რედცირდება მხოლოდ ა,ე და ო.
3. იკუმშება ერთმარცვლიანებიც გაორმარცვლიანებისას.
4. ერთდროულად იკარგება ორი ხმოვანიც.

თოფურია თვლიდა, რომ ერთმარცვლიანის გასამმარცვლიანებისას თავს იჩენს რედუქცია. კუმშვა ხდება ნათესაობითსა და მრ.რიცხვში.
მაგ: ჟეღ (ძაღლი)
ნ.ბრ. ჟეღ-იშ
მრ.ჟეღ-არ
მრ. ნ. ბრ ჟეღრეშ (და არა ჟეღარეშ)
სამმარცვლიანი სიტყვების სესხებისას სვანურში აფიქსის დართვის გარეშე ქრება შუა ხმოვანი )დეეტერსი) მაგ : ანგელოზი – ანგლოზ, ანგარიში – ანგრიშ, დედოფალი – დედფალ;
ოთხმარცვლიან სიტყვებში იკვეცება ბოლო ხმოვანი, და რედუცირდება თავიდან მეორე. ამაღლება – ანღლაბ, მოღალატე – მოღლატ.
მეტათეზისი – ბგერათა გადასმა სვანურისთვის საკმაოდ სახასიათოა. ყველაზე ხშირია უ-ბრჯგუს მეტათეზისი I სუბიექტური პირის ნიშანი უ-ბრჯგუ IIტიპის ზმნებში ინფიქსად იქცევა.
უ-ბრჯგუ ასევე გამოიყოფა უე და უი დიფთონგებში ბაგისმიერი ბგერებისაგან დასაშორებლად. (ანგელოზ-ანგლოზ), კიდობანი – კიდუბან – კი კიბდენ.
ასიმილაცია-დისიმილაცია არსებობს წინა და უკანა მიმართულების, კონტაქტური და დისტანციური, სრული და ნაწილობრივი.
უმლაუტი სვანურში წარმოადგენს ნაწილობრივი, რეგრესული, დისტანციური ასიმილაციის ტიპს.
დისიმილაციის შემთხვევა ვლინდება სიტყვაში ორი “რ”-ს თავმოყრისას მრ.რ-ის ფორმანტის “არ” დართვისას იცვლება თავად ფორმანტი და წარმოგვიდგება “ალ”-ის სახით. ფურ (ძროხა) ფურ-ალ (ძროხები)

11. სვანური სახელების მორფოლოგია.
სვანურში, ქართულის მსგავსად გამოიყოფა სახელის 4 კატეგორია:
1. არსებითი სახელი
2. ზედსართავი სახელი
3. რიცხვითი სახელი
4. ნაცვალსახელი
1. არსებითი სახელი
2. ზედსართავი სახელი
3. რიცხვითი სახელი
4. ნაცვალსახელი
ოთხივე ჯგუფს აქვს მხ და მრ რიცხვი და იწარმოებენ ექვსივე ბრუნვას: სახელობითს, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, ვითარებითი და მოქმედებითი. (არაა წოდებითი)
შინაარსის მიხედვით სიტყვები ერთიანდება სულიერ და უსულო ჯგუფებში. ქართულის მსგავსად სვანურიც უსქესოა.
საგანგებო სახელებით აღინიშნება ცოცხალ არსებათა რეალური სქესი:
დი-დედა
მუ-მამა
მაარე-კაცი
ზურალ-ქალი და სხვ.

უსულოთა კატეგორია უფრო მრავალფეროვანია. სქესი არც მათ აქვთ.
გიმ-დედამიწა
დეც-ცა
მიჟ-მზე
დიშდულ-მთვარე და სხვ.
გიმ-დედამიწა
დეც-ცა
მიჟ-მზე
დიშდულ-მთვარე და სხვ.
12. ვინ და რა ჯგუფი.
ქართლის მსგავსად სვანურშიც მხოლოდ ადამიანს დაესმის კითხვა ვინ? (ჲარ?) – ამსუალდ (ადამიანი). ვინ კატეგორიის სიტყვები იწარმოება მიმღეობიდანაც: მალტაარ – შეყვარებული, მეთხუჲარ – მონადირე.
მრავალრიცხვოვანია “რა” ჯგუფის კატეგორია (მაჲ):
ჩაჟ – ცხენი
ლემ – ლემი
გვხვდება მიმღეობებიც; ნათხუიარ – ნანადირევი.

13. სადაურობის სახელები.
ადამიანთა სადაურობის სახელების ძირითადი ფორმანტი არის მჷ – ი ცირკუმფიქსი. თუმცა, -ი მხოლოდ ბალსქვემოურშია შემორჩენილი, თუმცა ფიქსირდება მისი მოკვეცის მაგალითებიც: მჷლაშხ (ლაშხი) და სხვ.
მაგ: სვანი -> მუშუ(ბრჯგუ)ა̈ა̈ა̈ა̈ა(უმლ.)ნ -> ბალსქვემოურში არის მუ-შნ-ი.ამ სიტყვამ რამდენიმე ფონეტიკური პროცესი გაიარა:
1. ფუძისეული უ-ბრჯგუს გავლენით პრეფიქსი მჷ გარდაიქმნა მუ-დ.
2. ბოლოსართ ი-ს მოკვეცამ ბოლოკიდურ ა ხმოვანს გაუჩინა უმლაუტი.
3. ბალსქვემოურში კი ბოლოსართ ი-ს შენარჩუნებამ გამოიწვია ხმოვანთა რედუქცია.

წესით ბოლოკიდური -ი ყველა კილოში უნდა გვქონოდა, ამიტომაა ბოლოკიდური ხმოვნები უმლაუტიანი. მაგ: მჷრა(უმლ.)ჭ (რაჭველი). თუმცა, დღევანდელ სვანურში ი მაშინაც იკვეცება თუ ის ფუძისეულ ხმოვანს წარმოადგენს: ბეჩუ(ბრჯგუ)ი -> მჷბეჩუ (ბეჩოელი), იკვეცება სხვა ხმოვნებიც: ლენტეხა -> მჷლენტეხ და ა.შ.
თუ ი და ა ფუძის თავშია მჷ-ს გავლენით ის იოტად იქცევა: ისკარ -> მჷჲსკარ, აფხაზ-> მჷჲფხაზ და ა.შ.
მჷ პრეფიქსი ერთვის ეთნონიმებსაც: მჷჲქართუ(ბრჯგუ)ე(გრძ.)ლ – ქართველი, მურუს – რუსი (ფუძისეული უ გავლენას ახდენს ჷ-ზე და აქცევს მას უ-დ.) და სხვ.
არსებობს უაფიქსო ეთნონიმებიც:
უ(ბრჯგუ)ირიაჲ – ურია, ებრაელი, თათარ, თურქ და ა.შ.
თხზულ ტოპონიმთაგან ნაწარმოებ სადაურობის სახელებში მჷ ერთვის კომპოზიტის მეორე წევრს: ქვემო სვანეთი – ჩუბე შუან -> ქვემო სვანი – ჩუბე მუშუან. თუმცა, შეადარეთ: ჩუბე-ჴეუ -> მუჩბეჴეუ.
მრ.რ-ში მჷ აღარ გამოიყენება, მას მრ.რ-ის ფორმანტი -არ ცვლის, რომელიც უშუალოდ ერთვის ტოპონიმის ან ეთნონიმის ფუძეს. სვანები – შუან-არ, მეგრელები – ზან-არ და სხვ.
რ-ს შემცველ ფუძეებთან ხდება მრავლობითი რიცხვის ფორმანტის რ-ს დისიმილაცია ლ-დ. რუს-ალ, რაჭ-ალ და ა.შ.
ხანდახან ხდება ასობგერის რედუქციაც: ჭუბერ -> მუჭუბერ -> ჭუბრ-ალ.
მჷ-ს ხანდახან ენაცვლება ნათ.ბრ-ის ფორმანტი (-იშ, -აშ), მაგ: ქვემოთაისა -> ლექუაუიშ და ის მრ.რ-იც ნარჩუნდება ლექუაუიშარ.
სადაურობის რა ჯგუფის სახელებს აწარმოებს ლჷ-უ (ლუ-უ) ცირკუმფიქსი და ხშირია რედუქცია.
რუსული – ლურსუ, სვანური ლუშნუ, მეგრული – ლჷზნუ და ა.შ.

14. ხელობისა და დანიშნულების სახელები.
ხელობის სახელები იწარმოება ასევე მჷ-ი ცირკუმფიქსით, როგორც სადაურობის სახელები: მჷჩაჟი – ცხენოსანი, მჷკალმახი-მეთევზე.
ჷ-ს ასიმილაცია უ-დ იგივე წესით ფუნქციონირებს, როგორც სადაურობის სახელებში: მუ-თური – მასწავლებელი. ზოგ სახელს მოკვეთილი აქვს -ი: მჷ-ლდეღ – მწყემსი, მუ-ქუთერ – ქურდი.
სვანურში დანიშნულების სახელები ორგვარია:
1. დანიშნულების საგნის აღმნიშვნელი ლა-ა ცირკუმფიქსი.
2. მიზნის, განკუთვნილების აღმნიშვნელი ლე-ე ცირკუმფიქსი.

ლა-ა ხშირად გამოიყენება სვანეთის სალოცავთა სახელებში: ლამარია (წმ.მარიამის სახელობის ეკლესია), გაარსებითებულ მიმღეობებში: ლაყურალ – ლოგინი (ლიყურე – წოლა), ლარდა – ბინა, სამყოფელი (ლირდე – ყოფნა).
ხშირად ცირკუმფიქსში მოკვეცილია სუფიქსი -ა. ლა-შიყ (გოდორი, ზურგზე მოსაკიდებელი. შიყ-ზურგი).
ზოგჯერ სუფიქსი იცვლება (-არ, -ირ) ფორმანტებით. ლა-ჯმ-არ (სამარილე).
ლე-ე ცირკუმფიქსშიც შესაძლოა -ე – > -ჷრი, -ური ან მოიკვეცოს. ლე-უჭმ (სამარხვო საჭმელი), ლეჲხური (საცოლე).
დანიშნულების სახელებს აწარმოებს ჲაქ სუფიქსიც: ჭაშ-ჲაქ (საქმრო).
ვარლამ თოფურია თვლიდა, რომ ჲ სუფიქსის არაორგანული ნაწილია, რადგან ორგანულობის შემთხვევაში უმლაუტს უნდა იწვევდეს.
გარდა ამისა, ნათესაობით ბრუნვაში -აშ სუფიქსთან ჲაქ-ის ჲ გარდაიქმნება ა-დ (ჲ -> ა): ქორჲაქ (სასახლე) ქორჲაქაშ – სასახლის. სავარაუდოა, რომ “-ჲაქ” ადრე “-აქა” სუფიქსი იყო.

15. ქონებისა და უქონლობის სახელები.
ქონების სახელების აღსანიშნად სვანურში რამდენიმე ფორმანტი არსებობს. მაშ შორის ყველაზე ხშირად ლჷ/ლუ – პრეფიქსი გამოიყენება. მას ადრე სუფიქსი -ი ერთვოდა, თუმცა მისი კვალი ახლა ბოლოკიდური ხმოვნის უმლაუტში ჩანს. ლჷკაბ – კაბიანი, ლჷხეხუ – ცოლიანი, ლუგუიუ – გულიანი და ა.შ.
კომპოზიტებში პრეფიქსი დაერთვის მეორე წევრს: ცხრა თავიანი – ჩხორო ლჷთხუიმ.
ქონების სახელს აწარმოებს -არ(უმლ,გრძ.) სუფიქსიც: კუბდ-არ – ხორციანი ღვეზელი, ჟახ- არ – სახელოვანი და სხვ.
გვაქვს სუფიქსი -ერ, ის რეგრესული უმლაუტია (ერ-ა -> არ(უმლ,გრძ.)). მაქსიმე ქალდანის აზრით, ის ქართული იერ-ის ანალოგია.
ქონების სახელებს აწარმოებს -აჲ სუფიქსიც. ზისხორაჲ – სისხლისმსმელი, ჰარყაჲ – ლოთი.
აჲ ხშირად გამოიყენება ზმნიდან წარმოებულ სახელებში: ზობლაჲ – ღორმუცელა (ლიზბი – ჭამა),ჩხერიალაჲ – ჩხრიალა და სხვ.

უქონლობის სახელები
უქონლბა სვანურ ენაში აღინიშნება ცირკუმფიქსით უ-ა, რაც ხშირად იწვევს რედუქციას: უ-მჭ-ა – ურქო.
უქონლობის მეორე მაწარმოებელია სუფიქსი -ურ: ლაჩქ-ურ (ულეჩაქო) , კაბ-ურ (უკაბო)და სხვ.
მრავლობით რიცხვში უქონლობის ფორმანტი მოსდევს მრავლობითისას: კაბ-არ-ურ (უკაბონი).

16. მცენარისა და წინავითარების სახელები.
მცენარეთა სახელების საწარმოებლად გამოიყენება -რა სუფიქსი, თუმცა შესაძლებელია აფიქსი საერთოდ არ ვიხმაროთ, ზოგჯერ აფიქსიან და უაფიქსო სიტყვის მნიშვნელობებს შორის განსხვავებაა, ზოგჯერ კი – არა.
-რა სუფიქსი აღნიშნავს მცენარეს, უაფიქსო სიტყვა კი მის ნაყოფს: გაკ-რა – კაკლის ხე, გაკ – კაკალი, ჰებ-რა – ბლის ხე, ჰებ – ბალი და სხვ.
შესაძლოა, უაფიქსო ფორმა იხმარებოდეს მცენარის მნიშვნელობითაც, თუმცა დაუშვებელია ნაყოფის აღმნიშვნელი სიტყვისთვის აფიქსის დართვა: გაკ-რა , გაკ – კაკლის ხე.
ზოგჯერ უაფიქსო სიტყვა აღნიშნავს მცენარეს, -რა სუფიქსიანი კი მისგან დამზადებულ მასალას: წიფ – წიფელი, წიფრა – წიფლის მასალა…

წინავითარების სახელები აფიქსებით გამოხატავს საგნის უწინდელ ვითარებას. სვანურში ფორმანტია -ნა სუფიქსი (როგორც ქართულში), კოლხურში – ნო, ივარაუდება მისი საერთო ქართველური წარმომავლობა.
რიგ შემთხვევებში ნა-ს სუფიქსიც ერთვის:
ნა-უ ნაზომხუ – ნაახალწლევი,
ნა-ურ-ა ნაპილწურა – მხეცი,
ნა-არ ნატყუბარ – ტყუპისცალი,
ნა-ირ ნაცხუდირ – ნაქვაბევი,
ნა-ელ ნატჷრბელ – ჭორფლი, ნატყირპალი.
რიგ შემთხვევებში ნა-ს სუფიქსიც ერთვის:
ნა-უ ნაზომხუ – ნაახალწლევი,
ნა-ურ-ა ნაპილწურა – მხეცი,
ნა-არ ნატყუბარ – ტყუპისცალი,
ნა-ირ ნაცხუდირ – ნაქვაბევი,
ნა-ელ ნატჷრბელ – ჭორფლი, ნატყირპალი.
ნა-პრეფიქსი აწარმოებს აბსტრაქტულ სახელებსაც: ნაერთგული – ერთგულება, ნაოსტატი – ოსტატობა და ა.შ.
17. კნინობითი სახელები.
ქართულ ენაში კნინობითს აწარმოებს: -ა, -აკ, -იკ, -უკ, -ილ, -ელ, -უნ, -იტ, -უტ სუფიქსები.
კნინობითი სვანურში ქართულზე მეტადაა გავრცელებული. ის გვხვდება ყველა ტიპის სახელში, გარდა ნაცვალსახელებისა, საწყისებისა და აბსტრაქტული სახელებისა, იშვიათად კი ზმნებსა და ზმნისწინებში.
კნინობითს აწარმოებს სიტყვაც, რომელსაც საზღვრელად “დიდი” აქვს.
კნინობითი სვანურში იწარმოება ლ-სა და დ-ზე აგებული სუფიქსებით:
ა) ილდ, ოლდ, ულდ, ჷლდ.
ბ) ალ, ელ, ილ, ოლ, ულ, ჷლ.
გ) იდ, ად, ჷდ.
სავარაუდოა, რომ სუფიქსის პირველი ფორმა “ლდ” იყო, ხოლო კნინობით სუფიქსებს ბოლოში -ა უნდა დართვოდათ, რადგან მათი უმრავლესობა ნათესაობითში -ა(უმლ.)შ სუფიქსიანია. პოეზიაში შემორჩენილია ასეთი სუფიქსები: -იდა, -ჷდა, -ჷლდა, -ილა…
რიცხვითი სახელები კნინობითი ფორმით უტოლდება ქართულ -ოდე ნაწილაკს.
სემი-ლ – სამიოდე,
ჩხარ-ილ – დაახლოებით ცხრა.

18. სახელთა მრავლობითი რიცხვი.
სვანურში მრავლობითს აწარმოებს: -არ, -არ(უმლ.), -არ (უმლ,გრძ.), -ალ, -ალ (უმლ.), -ალ (უმლ,გრძ.), -ელ (გრძ.), -ოლ, -ირ (გრძ.), -ერ (გრძ.), -უ, -ე(გრძ.)დუ და ა(უმლ,გრძ.)დუ სუფიქსები, ასევე კონფიქსი ლა-ა.
თანხმოვანფუძიან და ი,ო,უ ხმოვანფუძიან სახელებთან გამოიყენება -არ სუფიქსი, რომელიც სუფთადაა წარმოდგენილი ლაშხურში, უმლაუტით კი სხვა კილოებში.
მრ.რ-ს ახასიათებს რედუქცია და დისიმილაცია.
-არ მარცვლის გამო სიტყვაში რედუქციისას მარცვლების რაოდენობა უცვლელი რჩება.
ფუძისეულ რ-სთან შეხვედრისას -არ სუფიქსი -ალ სუფიქსად იქცევა. უდისიმილაციო ფორმები გვხვდება ბალსზემოურსა და ბალსქვემოურში.
ა და ე ხმოვანფუძიან სახელთა მრ.რ. ბალსზემოურში აწარმოებს -ალ სუფიქსი, ლაშხურში – ელ, ბალსქვემოურში კი -ოლ.
ლენტეხურში გრძელი ხმოვანი არ აღწევს, ასეთ სუფიქსებს არც უმლაუტი ეწარმოება.
კონფიქსი ლა-ა აწარმოებს ნათესაობის აღმნიშვნელ სახელთა მრავლობითს: დი – ლადია (დედები), მუ – ლამუა (მამები) და სხვ. გამონაკლისია სიტყვა “გეზალ” (შვილი) ის -ირ სუფიქსით იწარმოება -> გეზლირ.
პროფესიის აღმნიშვნელ სახელებში მრავლობითი რიცხვის სუფიქსია -ა, მიმღეობებში კი -უ.

No comments:
Post a Comment