Saturday, 9 March 2019

რასიზმი საქართველოში



რასიზმისა და ქსენოფობიის განმარტება


რასიზმი – ტერმინ „რასიზმს“ სხვადასხვაგვარი განმარტება აქვს, უმთავრესად რასიზმი კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანის ჩაგვრა, დამცირება და დისკრიმინაციაა. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ის განიმარტება, როგორც ანტიმეცნიერული თეორია და რეაქციული პოლიტიკა, რომელიც ამტკიცებს – თითქოს არსებობდეს ადამიანთა მაღალი და დაბალი, სრულფასოვვანი და არასრულფასოვანი რასები. რასიზმი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ადამიანის რომელიმე ჯგუფის გენოციდის გასამართლებლად.

ქსენოფობია – (ბერძ.ξενοφοβία – „უცხოს შიში“). ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშისა ან სიძულვილის აღსანიშნავად. აღსანიშნავია, რომ რასიზმი ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. უცხო სიტყვათა ლექსიკონში განისაზღვრება, როგორც უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის მიმართ სიძულვილი. ენციკლოპედიურ ლექსიკონში ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარგანსჯებით ხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
რასიზმი რელიგიურ და კანონიერ ჭრილში
თითქმის ყველა თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ რასიზმის ასაკი კაცობრიობისას უსწორდება. თუმცა, საინტერესოა რასიზმისადმი მიდგომა სხვადასხვა რელიგიებში. მოდით, თვალი გადავავლოთ რასიზმის შესახებ ქადაგებას:
ქრისტიანობა:
1. უთხრა: „როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი და უწმინდური.“ – (საქმეები 10:28).
2. „გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის. არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგგი მის მოშიშებსა და სიმართლის მოქმედთ.“ – (საქმეები 10:34-35).
3. „და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონდა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალატელთა 3:28).
„და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონდა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალატელთა 3:28).
ისლამი:
1. „იძულება არაა სარწმუნოებაში.“ – (2:256).
2. იუნესკო – გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, რომლის მიზანიც განათლებისა და კულტურის გავრცელების ხელშეწყობაა, საერთაშორისო მშვიდობის დამკვიდრებისთვის.
3. „დეკლარაცია რასისა და რასობრივი ცრურწმენის შესახებ“, 1978.
2. „და მისი სასწაულებიდანაა ცათა და მიწის გაჩენა, თქვენი ენების და ფერის სხვადასხვაობაც. უეჭველად, ამაში სასწაულებია მცოდნეთათვის!“ – (რუმი, 30:22).
3. „ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველლაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში უფრო ღვთისმოშიშია, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცონეა!“ (ჰუჯურათი, 49:13).
ისლამისა და ქრისტიანობის გარდა ბუდიზმის, ჯაინიზმის4 და დაოსიზმის5 დოგმებშიც მოიაზრება მსგავსი დამოკიდებულებები. მიუხედავად ამისა, არსებობს რელიგიები, რომლებშიც ფუნდამენტურ როლს სწორედ რასიზმი ასრულებს, მაგალითად: იუდაისტური რელიგიის მიხედვით, რომელიც საკმაოდ ფესვგადგმული რელიგიაა, ყველა არაებრაელი მოიხსენიება „გოიდ“ და ისინი გაიგივებული არიან ცხოველებთან. ინდუიზმისთვის დამახასიათებელია არიულ ვარნათა წარმომადგენლების მაღალ საზოგადოებად შერაცხვა. იაპონურ შინტოიზმში იაპონელები მოიაზრებიან დაწინაურებულ რასად. ამ რელიგიის მიმდევრები შესაბამისად უნდა წარმოადგენდნენ იმავე რასას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გახდებიან მრევლის ნაწილი.
დღესდღეისობით რასისტები აქცენტს მეტად აკეთებენ კულტურულ განსხვავებებზე, ვიდრე ბიოლოგიურ არასრულფასოვნებაზე. კულტუროლოგიური რასიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს კულტურათა იერარქიები, რის გამოც სხვადასხვა კულტურათა წეს-ჩვეულებები, ისტორია და ტრადიციები ერთმანეთს არ ეთავსება.
აზრისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ამის გამო რასიზმი არ ექვემდებარება კანონისმიერ შეზღუდვას მანამ, სანამ კონკრეტულ ქმედებებში არ გადაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რასისტული შეხედულებები კანონის მიერ დაუსჯელი რჩება.
რასიზმი და შოვინიზმი საქართველოში.
კავკასიის რეგიონი ოდითგანვე სახელგანთქმული იყო თავისი სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით უცხოელთა მიმართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ჩვენს მეხსიერებას კარგად ექნება შემონახული ისეთი შესანიშნავი მოთხრობა, როგორიცაა გენიალური ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, რომელშიც ნათლად ჩანს ტოლერანტული დამოკიდებულება ქისტი ჯოყოლასგან ისტორიული ხევსური მტრის, ზვიადაურის მიმართ. ჯოყოლასთვის ყოველი ადამიანი მისი ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამიანია. მისთვის ზვიადაური არ არის მტერი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ხევსურია. მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლას დიდი ბრძოლა უწევს თემსა თუ საკუთარ თავთან, ის მაინც არ ღალატობს არჩეულ ზნეობრივ ღირებულებებს. იგივე თემატიკაა განხილული „ალუდა ქეთელაურშიც“, რომელშიც ალუდა „ურჯულო“ მუცალთან ადამიანურ მსგავსებას ჰპოვებს, მიუხედავად მისი განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.
„ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს… სამოწყალეო სახლშ აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…“ წერს ვაჟა, რომელიც ჯანსაღი პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის დიდ დამცველად გვევლინება, თუმცა ის ამ ყველაფერს კოსმოპოლიტიზმთან რწყავს, რადგან ჩვენ, ადამიანები, ვართ როგორც ჩვენი სამშობლოს, ასევე დედამიწის შვილებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ მსოფლიოს სასარგებლოდაც უნდა ვიღვაწოთ. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი სრულიად განსხვავებული ცნებებია ერთმანეთისაგან, თუმცა უნდა დავიცვათ ნიკოლო კუზანელის წესი, და გავაერთიანოთ დაპირისპირებულთა აზრი, რის შედეგადაც მივაღწევთ ჯანსაღ იდეას.
ოქროს შუალედი ის აუცილებელი პრინციპია, რაც ყველა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ, რადგან, როგორც ქართველი კრიტიკოსი ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა „ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსთვის“. რადიკალიზმი ყოველთვის კრახს განიცდის და ეს კრახი უმეტეს შემთხვევაში მოქმედი პირებისთვისაა საზიანო. „როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას სჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას, მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში.“
მაშასადამე, საქართველოსთვის და კავკასიისთვისაც ხელოვნური და შეუსაბამოა რასიზმი და მით უმეტეს შოვინიზმი. თუ გადავხედავთ ზოგადად კავკასიის ისტორიას, ნათლად დავინახავთ ვინ ნერგავდა ამ დოქტრინას კავკასიელ ხალხში. ამ იმპერიამ საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ და წარმატებით გამოიყენა რასიზმის იდეოლოგია ეროვნული თუ რელიგიური შუღლის ჩამოსაგდებად, ეთნოკონფლიქტები დღემდე მწვავე ფორმებში მიმდინარეობს კავკასიაში. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ერთმანეთს ზურგს აქცევენ ერთი წარმომავლობის ხალხი, რომელთაც აქვთ საერთო ადათ-წესები და კულტურა.
საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, დასტურდება რომ რასიზმის მომხრე საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 30%- ია, მოწინააღმდეგე – 60%, ხოლო დანარჩენმა 10% – მა კი საერთოდ არ იცის რას მოიაზრებს რასიზმი.
გადავხედოთ სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრების სტატისტიკასაც:
მართლმადიდებელი – 83%
მუსლიმი – 9,9%
გრიგორიანელი – 3,9%
კათოლიკე – 0,8%
იუდეველი – 0,1%
სხვა – 0,8%
არც ერთი – 0,6%
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე რასისტულად განწყობილი რელიგიაა იუდაიზმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,1% -ს ანუ დაახლოებით 4 000 ადამიანს შეადგენს. მაშასადამე, საქმე გვაქვს ეკლესიური მრწამსის არასწორად გაგებასთან ან უგულებელყოფასთან, რაც პირველ რიგში სწორი აღზრდითა და განათლებით შეიძლება გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს შეიძლება მიემატოს აჭარა, მესხეთი, პანკისის ხეობა, ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ტერიტორია და სხვ.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილია, რომლისთვისაც საქართველო ერთადერთი სამშობლოა, და აქ დაბრუნებას სხვადასხვა სამართლებლივი მიზეზების გამო ვერ ახერხებს . თუ წლების განმავლობაში უსამშობლობით გაწამებული მესხები და ფერეიდნელები საქართველოში დაბრუნდებიან და სამშობლო მათ მიიღებს, ხოლო ქართველები მრწამსის გამო გარიყავენ მაშინ როგორღა უნდა მოიქცნენ ისინი?
საქართველოს მართლაც სჭირდება სწორი იდეოლოგია, რომელიც შორს იქნება დამღუპველი რადიკალიზმისაგან. ჩვენი უბედურება ხომ სწორედ ისაა, რომ „დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს.“10 მაშასადამე, ჩვენ ქართველებმა უნდა გავითავისოთ, რომ ვართ არა ევროპელები და აზიელები, არამედ კავკასიელები, ჩვენი იდეოლოგია უნდა ავაგოთ ტრადიციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი ევროპული, ამერიკული თუ სხვა სისტემიდან, თუმცა ინდივიდუალური ქართული ხასიათი აუცილებლად უნდა ჩანდეს ამ ყველაფერში. „ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს,ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს!“.
დღესდღეისობით თავისუფლების გაგება დამახინჯდა, ფილოსოფიაში ევროპის ეს დეგრადაცია ნეგატიურ თავისუფლებად ირაცხება, რაც სწორედ იმას მოიაზრებს, რომ აკეთო ის რაც გსურს, პოზიტიური თავისუფლება საკუთარი თავის დაუფლებაა, თვითგანვითარებაა, მაგრამ ქართველი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს მის მხარეს თავის გატრიალება საერთოდ არ სურს, პასუხისმგებლობა არ უნდა აშინებდეს ადამიანს. შენს ყოველ სიტყვასა და ქმედებას საზოგადოებრივი ბედნიერება უნდა ჰქონდეს პირველმიზნად, თუ ეს ყველაფერი შენს ქვეყანას არ წაადგება, არ უნდა შელახოს მაინც. უნდა გიყვარდეს შენი ერი, ყოველდღიურად უნდა იღვაწო მისთვის და თუ დაინახავ სხვას შენსაზე უკეთესს, მაშინ ეცადე საკუთარი გააუმჯობესო და იმ სხვისთვის ტალახის სროლით საკუთარი არასრულფასოვნება არ დაჩრდილო.
რასიზმი საქართველოში

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.