Friday, 8 March 2019

თამარა უჯუხუ – ადიღეური (ჩერქეზული) ენის სახელძღვანელო


(წინამდებარე ტექსტი შემოკლებულია ბლოგის ავტორის მიერ.)
I. მოკლე ცნობები ადიღეს, ადიღებისა და ადიღეური ენის შესახებ.
1. ადიღელთა (ჩერქეზთა) თვითსახელწოდება, ტერიტორია და განსახლება:
• ადიღე ყაბარდოელების, ადიღეებისა და ჩერქეზების თვითსახელწოდებაა, სხვები მათ ჩერქეზებს უწოდებენ.


• ჰეოროდოტე, სტრაბონი და სხვა ბერძენი ავტორები ჩერქეზთა წინაპრებს სინდების, მეოტებისა და კერკეტების სახელით მოიხსენიებენ.
• საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს აღიარა ჩერქეზთა გენოციდი. მოგვიანებით კი ანაკლიაში დაიდგა მემორიალიც.
• ამერიკელი ექსპერტის შტეფან შეფილდის მონაცემებით, ჩერქეზთა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში 6,248 მილიონს შეადგენს. აქედან 690 000 ისტორიულ მიწა-წყალზე სახლობს:
ყაბარდო-ბალყარეთში – 540 000
ყარაჩაი-ჩერქეზეთში – 83 525
ადიღეს რესპუბლიკაში 109 137
• მსოფლიოში მათი რიცხვი ასე ნაწილდება:
თურქეთში – 5 000 000
გერმანიაში 100 000
ორდანიაში 100 000
სირიაში 100 000
საფრანგეთში 15 000
აშშ-ში – 5 000
ისრაელში – 5 000
ჰოლანდიაში – 3 000
• ადიღთა ადათ-წესების, ტრადიციების, მატერიალური და სულიერი კულტურის თვალსაზრისით ეთნოსი ორად იყოფა:
1. აღმოსავლეთის რეგიონი (ყაბარდო, მოზდოკელი ადიღები – მალკის, ბაქსანისა და თერგის ხეობის მკვიდრნი და ჩერქეზები – ზელენჩუკის ნაპირებში).
2. დასავლეთის რეგიონი (შავიზღვისპრეთისა და ყუბანის აუზში მცხოვრები შაფსუღები, ბჟედუღები, აბაძეხები, ჭემგუელები.)
2. ადიღეური ენის დიალექტები.
• ადიღებს ორი სალიტერატურო ენა აქვთ:
1.მეცნიერებაში მიღებული ტერმინოლოგიით – ყაბარდოულ-ჩერქეზული.
2. ადიღეური ენა.
• ადიღეურ ენაში ოთხი ძირითადი დიალექტია:
1. აბაძეხური
2. ბჟედუღური
3. ჭემგუური
4. შაფსუღური
• აბაძეხურ დიალექტზე მეტყველებენ ჰაქურინაჰაბლში (შეუჯენხაბლი).
• ბჟედუღურზე ტეუჩეჟსკის რაიონის აულებში: ფანაჯიყუაი, ჯეჯეხაბლი, ჰათიყუაი, ოჩეფში, ნეჩერეზი, შინჯი და სხვ.
• თემირგოულ (ჭემგუურ) დიალექტზე შოკგენოვის რ-ნის აულებში: ჯირაყო, ფშიზი, მამხელი… კოშეხაბლის რ-ნის აულებში: ჰაჭემში, ეჯერყუაი. კასნოგვარდეისკის რ-ნის აულებში: ადამი, ჰათიყუაი. და აულ ურუპსკიში.
• შაფსუღურზე ტუეჩეჟსკის რ-ნის აულებში: აფიფსიფი, ფსეიტუკი, ნატუჰაი, ფანაჰესი, ჰაშტუკი. ადიღეს გარეთ: შეჰეჭეიშჰუ – „დიდი კიჩმაი“, შეჰეჩეიწიკუ – „პატარა კიჩმაი“, თჰაღაფშე. კრასნოალექსანდორვსკის აულებში: ყელეჟი, ჰაჯიყუ, შუეჯიყუ. აულ გოლოკინსკაში. კრასნოდარის რაიონ ლაზარევსკის აულებში. ტუაფსეს რ-ნის აულებში: დიდი პსეუშხო, პატარა პსეუშხო, კუიბიშევკა, ფსიბე და სხვ.
3. ადიღეური ენის შესწავლის ისტორიიდან
• პირველი ჩანაწერები მოგზაურთა მიიერ კეთდებოდა. XVII საუკუნიდან ხელთ გვაქვს ე.ჩელების, ი.კლაპროთის, ი.გიულდენშტედტის ცნობები.
• 1846 წელი – ლ.ლიულიემ გამოსცა რუსულ-ჩერქეზული ლექსიკონი, რომელშიც შაფსუღური დიალექტი იყო გამოყენებული.
• XVIII-XIX სს-ში ყაბარდოელმა ფილოლოგმა შორა ნოღმამ გამოსცა ყაბარდოული ანბანი და გრამატიკა.
• 1855 წელს თბილისში გამოიცა ჩერქეზი სწავლულის უმარ ბერსეის „ჩერქეზული ენის ლექსიკონი“, რომელიც არაბული გრაფიკის საფუძველზე შეიქმნა.
• 1864 წელს ყაბარდოელმა თავადმა ყაზი ატაჟუკინმა თბილისში დაბეჭდა პირველი საკითხავი წიგნი ყაბარდოულად.
• 1877 წელს პეტრე უსლარმა გამოაქვეყნა სტატია რუსულ ენაზე „შენიშვნები ჩერქეზულ ენასთან დაკავშირებით“, რომელშიც შეტანილია ჩერქეზული ენის 39 ასო-ნიშანი.
• ლ.ლოპატინსკი იკვლევდა ყაბარდოულს, ადიღეურ ტოპონიმიკასა და მის კიახურ კილოკავს.
• 1918 წელს ადიღეურმა დამწერლობამ არაბულ გრაფიკაზე დაყრდნობით დამწერლობა შეიძინა.
1927 წელს დამწერლობა დაეფუძნა ლათინურს.
1938 წელს კი რუსულ კირილიცას, რომელიც დღემდე მოქმედებაშია.
• 1918 წელს დაიბეჭდა ადიღეური ანბანი სიუხოვისა და ხიზეტლის მიერ.
• 1929 წელს სიმონ ჯანაშიამ იმოგზაურა კრასნოდარის მხარის ჩერქეზულ აულებში და შეაგროვა ინფორმაცია რომელიც მის დღიურებშია შემონახული.
• 1940 წელს აშხამაფის თაოსნობით გამოიცა ადიღეური ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი.
• ადიღეური შეისწავლეს ქართველი მეცნიერებმა: არნოლდ ჩიქობავამ, სიმონ ჯანაშიამ, გიორგი როგავამ, ქეთევან ლომთათიძემ, ზენაბ კერაშევამ და სხვებმა.
• გიორგი როგავას დამსახურებით ადიღეური ენა იქცა ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ კავკასიურ ენად.
• 1960 წელს მისმა მოწაფემ ზეინაბ კერაშევამ გამოსცა „ადიღეური ენის განმარტებითი ლექსიკონი“.
• 1966 წელს მან და ზეინაბ კერეშავამ გამოსცეს „ადიღეური ენის გრამატიკა“.
• 1981-1989 წლებში მეცნიერმა და სწავლულმა ყუმახოვმა თავის წიგნებში დაწვრილებით მიმოიხილა გრამატიკული მოვლენები ადიღეურ ენაში.
• XX ს-ის 50-60-იან წლებში კი გამოიცა განმარტებითი, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური და სხვა ტიპის ლექსიკონები



No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.