1. ჰეი, ვასთირჯი, მოგვხედე!
2. მოთქმა
3. ნანინა
4. ფიქრები
5. ჯიხვი
6. ობლების დედა
7. ო, ღმერთო ჩემო!
8. ანდერძი
9. ირემი და ზღარბი
10. ზამთარი
ჰეი, ვასთირჯი, მოგვხედე!
მამამ პატარა დამტოვა
არ მახსოვს დედის ალერსი,
ჰა, უპატრონოს დამთოვა
მარტო ვარ უცხო მხარეში.
დავტოვე ჩემი ხეობა,
ის ჩვენი მწვანე ტყეები,
გზებს მივახარჯე მხნეობა
და გაზაფხულის დღეები.
ბოლოს ვთქვი - სამშობლო არის
წამალი ყველა ტკივილთა -
წავალ და მშობელ ოსეთში
დაღლილ ძვლებს მაინც მივიტან!
გული გახეთქვას ლამობდა
ცრემლი მდიოდა მღელვარე, -
როცა ვეღირსე და თვალი
მოვკარი მშობელ მწვერვალებს...
დავბრუნდი, აღარ დავდივარ
უცხოთა გზებზე ყარიბად,
მაგრამ ვახ, ხალხო მშობელო
ღარიბს დამიხვდი ღარიბად!
დამიხვდა უცხო ქედები
და იგივ მიწა მცირედი,
რა ვქნათ, რა ვხნათ და რა ვთესოთ,
საით ვეძებოთ იმედი!
სამშობლოს კაცი ცოტაა,
ცოტაა კაცი კაცური,
არ ჩანს ცისკარი მომავლის
ბნელში დანთქმულა წარსულიც.
და მაინც, სადღაც მივდივართ,
ბრმად მივსდევთ ბედია ფრიალოს...
ჰეი, ვასთირჯი, მოგვხედე,
უგზოდ როდემდე ვიაროთ!
მამამ პატარა დამტოვა
არ მახსოვს დედის ალერსი,
ჰა, უპატრონოს დამთოვა
მარტო ვარ უცხო მხარეში.
დავტოვე ჩემი ხეობა,
ის ჩვენი მწვანე ტყეები,
გზებს მივახარჯე მხნეობა
და გაზაფხულის დღეები.
ბოლოს ვთქვი - სამშობლო არის
წამალი ყველა ტკივილთა -
წავალ და მშობელ ოსეთში
დაღლილ ძვლებს მაინც მივიტან!
გული გახეთქვას ლამობდა
ცრემლი მდიოდა მღელვარე, -
როცა ვეღირსე და თვალი
მოვკარი მშობელ მწვერვალებს...
დავბრუნდი, აღარ დავდივარ
უცხოთა გზებზე ყარიბად,
მაგრამ ვახ, ხალხო მშობელო
ღარიბს დამიხვდი ღარიბად!
დამიხვდა უცხო ქედები
და იგივ მიწა მცირედი,
რა ვქნათ, რა ვხნათ და რა ვთესოთ,
საით ვეძებოთ იმედი!
სამშობლოს კაცი ცოტაა,
ცოტაა კაცი კაცური,
არ ჩანს ცისკარი მომავლის
ბნელში დანთქმულა წარსულიც.
და მაინც, სადღაც მივდივართ,
ბრმად მივსდევთ ბედია ფრიალოს...
ჰეი, ვასთირჯი, მოგვხედე,
უგზოდ როდემდე ვიაროთ!
მოთქმა
ცრემლფრქვევით ტიროდე, სამშობლოს მთა-ველო,
სჯობდა რომ მენახე ქცეული ფერფლად!
ზვავმა დაგიტანოთ ერის მოთავენო, -
ხალხს რომ არ შესწირავთ სიცოცხლეს მსხვერპლად!..
ერთს თქვეგანს შეესმას სამშობლოს ჩივილი
გულს სევდა ხალხისა ერთს მაინც ჩასწვდეს,
წამიერ ათრთოლდეს სახალხო ტკივილით
და ცრემლის წვეთები თვალთაგან დასცდეს!..
მასხრად იგდებენ წმინდა სალოცავებს,
ხელ-ფეხზე გვადებენ ჟანგიან ბორკილს,
წაგვართვეს მთები და უწყალობ გვხოცავენ,
დიდსა თუ პატარას სულს გვხდიან როზგით.
მომხვდურმა დაგვქსაქსა, მოვწყდით ჩვენს ქვეყანას,
ასეღა დაფანტავს ნადირი ნახირს,
ჰე, მწყემსო კეთილო, ერთმანეთს შეგვყარე!
სადა ხარ! სადა ხარ! - უსმინე ძახილს...
დიდების ძებნაში ვკვდებით უსახელოდ,
ზეცა გვებინდება არყოფნის თალხით,
ჰეჰეი, გვიშველეთ! ისმინეთ ძახილი!..
კლდეებს აზანზარებს მუდარა ხალხის...
ცრემლფრქვევით ტიროდე, სამშობლოს მთა-ველო,
სჯობდა რომ მენახე ქცეული ფერფლად!
ზვავმა დაგიტანოთ ერის მოთავენო, -
ხალხს რომ არ შესწირავთ სიცოცხლეს მსხვერპლად!..
ერთს თქვეგანს შეესმას სამშობლოს ჩივილი
გულს სევდა ხალხისა ერთს მაინც ჩასწვდეს,
წამიერ ათრთოლდეს სახალხო ტკივილით
და ცრემლის წვეთები თვალთაგან დასცდეს!..
მასხრად იგდებენ წმინდა სალოცავებს,
ხელ-ფეხზე გვადებენ ჟანგიან ბორკილს,
წაგვართვეს მთები და უწყალობ გვხოცავენ,
დიდსა თუ პატარას სულს გვხდიან როზგით.
მომხვდურმა დაგვქსაქსა, მოვწყდით ჩვენს ქვეყანას,
ასეღა დაფანტავს ნადირი ნახირს,
ჰე, მწყემსო კეთილო, ერთმანეთს შეგვყარე!
სადა ხარ! სადა ხარ! - უსმინე ძახილს...
დიდების ძებნაში ვკვდებით უსახელოდ,
ზეცა გვებინდება არყოფნის თალხით,
ჰეჰეი, გვიშველეთ! ისმინეთ ძახილი!..
კლდეებს აზანზარებს მუდარა ხალხის...
ნანინა
დედის ხელები გარწევენ,
მთვარე ლიცლიცებს აკვანთან,
გაიზარდე და იხარე,
ნანა, ნანინა, ნანა და...
გიმღერებ ლამაზ სიმღერას,
დედის იმედო ხვალისა,
შეგეწირები თეთრ ბატკნად,
გიმღერებ ნანა, ნანისა.
ცხოვრება თვით ჯოჯოხეთად
შავ ტყეში, შრომით დამაშვრალს,
დაატყდა შენსა მამასა.
იძინე, გეტყვი ნანასა.
გაიზრდები და ეს ტანჯვა
შენც გზად გაგყვება თანაო,
დიდხანს იცოცხლე, იხარე,
ნანა, ნანინა, ნანაო.
ფეხზე ჩაიცვამ ქალამანს,
თოვლქვეშ მოძებნი ბალახსო,
მშიერ-მწყურვალსაც გიმღერებ
ნანინა, ნანა, ნანასო.
შეშას მომიტან წვალებით,
ფიქრებს გაგიმხელ თანაო:
გიყვარდეს გული დედისა,
ნანა, ნანიდა, ნანაო.
ფიქრები
არ ვეცემი სულით,
მაინც ფეხზე ვდგები.
თუ მოვკვდები, ცრემლებს
დამაფრქვევენ დები.
ძლის ვაჩნივარ მიწას,
ჩუმი, როგორც ჩრდილი,
ვერ ვარ მამაჩემის
ღირსეული შვილი.
მეზობლების ლანძღვა,
მეგობრების წყენა...
ხალხში ვზივარ მუნჯად,
ვერ ვაბრუნებ ენას.
ყურს არ მიგდებს ბალღიც,
არვინ მიდგას გვერდით,
ბრძოლის ველზე ვუხმობ,
არ მომყვება ერთიც.
ვერ ვემსხვერპლე მამულს,
თუმც არ ვიკრეფ გულხელს...
დავატარებ ასე
მიწის მძიმე უღელს.
ჯიხვი
ჯიხვი ამაყად კლდეზე დამდგარა,
ცაზე ხატია მაღალრქიანი.
ბეწვზე ყინული ელავს ანკარა
და მეწამული სხივის ციალი.
ელავს მწვერვალი, ჰქრიან სიონი,
ქედს გაეფინა ღრუბლის ნაჭერი.
ნისლში იხრჩობა კავკასიონი,
დგანან კლდეები და რბის ჩანჩქერი.
და ნორჩი ჯიხვი დგას მწვერვალებთან,
იტაცებს ბინდის ორომტრიალი;
უმზერს ამ შორეთს და იმსჭვალება
პირველი სევდით, პირველ ტრფიალით.
ობლების დედა
ყორანს ფრთები აეშალა:
სადღაც, ალბათ, გდია ლეში,
დაქრის მხოლოდ ქარიშხალი
შავ კლდეების სიბნელეში.
სიდუხჭირით დაქანცული
გაუნაბავს სული აულს,
ძლივსღა ებრძვის ცეცხლის შუქი
შავი ღამის დანაშაულს.
სოფლის ძილში ჩუმად ისმის
გატანჯული გულის ძგერა,
და უკუნით ბნელს ანათებს
მხოლოდ ერთადერთი კერა.
ო, ნუ გიკვირს, ღარიბ ქოხში
მუდამ ასე ფხიზლობს დარდი,
ობოლ კერას დასტრიალებს
შავკაბიან ქალის ლანდი.
ცეცხლზე ქვაბი დგას და მზერით
დაჰჯარგვიათ ბავშვებს ძილი,
ალსაც არ სურს გაანათოს
ტანი, ჩვრებით შემოსილი.
სიცივითა და შიმშილით
ასე მგელიც კი არ ჩივის,
როგორც გული უპატრონოდ
მიგდებული მგლის არჩივის!
- ნუ, ნუ ტირით, გენაცვალეთ, -
აიმედებს შვილებს დედა: -
ქვაბში ცერცვი იხარშება,
ღმერთმა არც ჩვენ გაგვიმეტა!..
თოვლის სველი ფიჩხის კვამლი
თითქოს ერთვის სიმწუხარეს, -
და წვეთ-წვეთად დედაკაცი
მდუღარეში ცრემლს ღვრის მწარეს...
ვერა, კვნესა ვერ ჩაახშო
და აღმოხდა: - არ გრძნობთ განა.
თქვენი მამა, პატარებო,
თოვლის ზვავმა დაიტანა!
გიღალატათ, გიღალატათ,
ხუთივენი დარჩით ობლად,
ვაი, ჩემს გულს, ჩემი გულიც
მან მოთხარა დაუნდობლად!
გვითხრას, რისთვის მიგვატოვა,
რად გაექცა მძიმე ურელს,
ქარიშხალით ჩამქრალ თვალებს
კვლავ უფსკრულში ვინ გაუხელს!
ვინღა იცის, დედამიწის
გულში იქნებ უფრო თბილა,
დაე, ჩვენც თან ჩაგვიტანოს, -
მოგვცეს თავის გვერდით ბინა!
და წვეთ-წვეთად დედაკაცი
მდუღარეში ცრემლს ღვრის მწარეს, -
თოვლით სველი ფიჩხის კვამლი
თითქოს ერთვის სიმწუხარეს!..
იმედივით ალმიმქრალი
თვლემს ობლების ჩუმი კერა,
მიეძინა უკვე უმცროსს,
ისმის ჩვილი გულის ძგერა.
კუნძებივით ყრია ყველა
ირგვლივ ტოტებდალეწილი,
მშიერსა და გაყინულებს
მოერევათ მალე ძილი.
და ძილშიაც ისმის: - რაა,
გადმოიღე ქვაბი ჩქარა...
ცრემლს მალულად იწმენდს დედა,
გული ასად გაებზარა.
ქვაბში „ცერცვი“ იხარშება,
თითქოს წყალიც კი ჩურჩულებს,
ირგვლივ უკვე სძინავთ ობლებს,
ჩიტებივით მიყუჟულებს...
ისე ღრმაა, ისე მძიმე
ცრემლით სავსე მათი ძილი,
რომ სიზმაში აღარ ახსოვთ
არც ყინვა და არც შიმშილი!
საცოდავი დედა ობლებს
თავს ევლება თანაბარად -
ზოგს დაუდო სასთუმალი,
ზოგს ძონძები წააფარა.
დაჯდა იქვე და უცქერის
მოდარაჯე მისი თვალი,
აკვამლებულ ცეცხლით ისევ
ცერცვს თუ როგორ ხარშავს ალი.
შუაღამეც გადავიდა
და ვახშამი მაიინც არ ჩანს,
დედა თურმე ცერცვის ნაცვლად
ქვაბში რიყის კენჭებს ხარშავს.
თურმე ვახშმის მოლოდინით
შიმშილს ასე გაუმკლავდა...
მაგრამ ერთი მოტყუებით
ვინ იყო, რომ შიმშილს ჰკლავდა?!
ო, ღმერთო ჩემო!
ო, ღმერთო ჩემო, ძალთა მპყრობელო,
დაუსაბამო, ფლობ ქვეს და ზესა,
ყველა არსების სულთა მფლობელო
ენა დუმდება წინაშე შენსა.
სამყარო იწვა ბნელ უკუნეთში,
მხოლოდ შენ ქმნიდი, შენ ანათებდი,
ვინ გაგიბედავს დაგიდგეს გვერდში,
მეშვიდე ცაზე იწვოდი ერთი.
წყალობით დიდით, ნათელი ძალით
შეჰქმენ სამყარო, თითქმის არაფრით;
ზოგს სილამაზე უბოზე მაღლით,
ზოგს კი ჩაჰბერე სული მარადი.
ბედნიერება შენგან წვეული,
მხოლოდ წამისად გვიხარებს დღესა,
ერთ დღეს სიკვდილი მოვა, წყეული,
ყველას წარგვავლენს წინაშე შენსა.
ანდერძი
ო, მომიტევეთ, ჩემი სიმღერა
ტირილს თუ მოჰგავს ახლა,
ზოგმა წუხილით სავსემ იმღერა,
ზოგმა იმღერა ლაღად.
მე კი როდისმე ხალხს და ქვეყანას
თუ გადავუხდი ჩემს ვალს,
შევძლებ ამ მწარე გოდებისა და
ქვითინის მღერით შეცვლას.
ირემი და ზღარბი
უღრანში, მკერდიდან სისხლჩამომდნარი,
მწევრისგან დევნილი ირემი გარბის...
გზას გადაუღობავს კამკამა მდინარე,
ეცემა... მოესმის სიტყვები ზღარბის:
- ვაი, ჩვენ! დაჭრილხარ... წყეულმა სიათამ
ძარღვში გაგიყინა მდუღარე სისხლი,
ჩვენს კეთილშობილ გვარს ასე მტრობს ნიადაგ,
კვნესოდეს ცოდვილი პატრონი მისი!...
ქორბუდამ შეავლო უღონო თვალები:
- კეთილშობილებას გვიქებდნენ ძველად,
თუ გამოგვრევია დღეს შენისთანებიც,
მართლა დასახოცი ვყოფილვართ ყველა!
ზამთარი
ქარბუქიანი ზამთარი - ჩვენი დარდი და გოდება.
სიკვდილზე უფრო საზარი დღე-ღამის უთანხმოება.
ჩვენი პატარა სახლეი, განწირულები მარადის,
წამი და... როგორც სიკვდილი, ზვავი სოფელზე გადადის.
ხალხის საწყალი წრიალა, სულ მუდამ დარდი მომცველი,
მშიერი, მაგრამ ნიადაგ მამა-უფალზე მლოცველი.
No comments:
Post a Comment