Wednesday, 29 May 2019

კოსტა ხეთაგათი (1859-1906)




ოსი ხალხის სულიერი წინამძღვარი, დიდი ოსი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე კოსტა ხეთაგათი დაიბადა 1859 წლის 15 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ პატარა აულ ნარში.
1866 წელს კოსტა ნარის სასულიერო სკოლაშ შეიყვანეს. შემდეგ კი, 187 წელს, კოსტა სწავლის გასაგრძელებლად კავკავის პრგიმნაზიულ სასწავლებელში მიუბარებიათ. 1871 წელს კოსტა სწავლას აგრძელებს სტავროპოლის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში.
კოსტა ხეთაგათი 1991 წლიდან სანკტ-პეტერბუტგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. ამავე დროს იგი კავკასიელი ახალგაზრების სტუდენტურ წრეებთან აქტიურად თანამშრომლობს.
უსახსრობის გამო 1885 წელს კოსტამ სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 1885-1891 წლებში მის ცხოვრებაში აქტიური ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდია.
აქტიური საზოგადო მოღვაწეობისათვის კოსტა ორჯერ გადაასახლეს: პირველად ყარაჩაის მთებში (1891-1893 წწ), მეორედ - ხერსონის გუბერნიაში (1898-1901 წწ).
კ.ხეთაგათი არის სიმბოლო ერის წინამძღვრისა, ერის სულიერებისა, ღრმა ადამიანურობისა, სიკეთისა, ძმობა-მეგობრობისა, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და ყველა იმ მაღალი ადამიანური ღირებულებებისა, რაც კი კაცობრიობას დასაბამიდან შეუქმნია.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.