Thursday, 23 May 2019



21 მაისს ჩერქეზთა გენოციდის თარიღთან დაკავშირებით "კავკასიურ სახლში" გაიმართა ეთნოგრაფისა და ისტორიკოსის, პროფესორ ნუგზარ ანთელავას ლექცია  







































21 მაისს ჩერქეზთა გენოციდის თარიღთან დაკავშირებით "კავკასიურ სახლში" გაიმართა ეთნოგრაფისა და ისტორიკოსის, პროფესორ ნუგზარ ანთელავას ლექცია თემაზე: "ჩერქეზები" (ადიღები, ისტორიული ექსკურსი). ლექციას ესწრებოდნენ, როგორც "კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის" სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგისა" და "კავკასის" წევრები.
ლექციის შემდგომ ყველანი ერთად გავემართეთ მეტეხის ხიდთან, სადაც მდინარე მტკვარში ყვავილების ჩაყრით გადასახლებისას დაღუპული და დაუმარხავი მუჰაჯირების ხსოვნას სიმბოლურად მივაგეთ პატივი.
21 მაისი ჩერქეზთა ისტორიის ტრაგიკული თარიღია, ესაა დღე ობლად დარჩენილი ბავშვების, დაქვრივებული ქალებისა და შვილმკვდარი მშობლებისა.
საქართველო 2011 წლის 20 მაისს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. 2012 წლის 21 მაისს ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი დაიდგა.


No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.