Saturday, 23 March 2019

ამონარიდები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგისა და პროფესორის რამაზ გახოკიძის წიგნიდან "ბიოორგანული მწვანე რევოლუცია"


1


.      "ის, ვინც შეძლებს მოიყვანოს ორი თავთავი და ორი ბალახის ღერო იქ, სადაც მანამდე ხარობდა ერთი თავთავი და ერთი ბალახის ღერო, კაცობრიობის მადლობას დაიმსახურებს." (ჯ.სვიფტი)
2.      "შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; აც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ, მერედა რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?“ ლუკა, 12:24
3.      „სოფლის მეურნეობა ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს რომ ფლობდეთ და საჭმელი არ გაგაჩნდეთ, თქვენ მაინც სხვაზე იქნებით დამოკიდებული“. (ჟან ჟაკ რუსო)

Wednesday, 13 March 2019

ამონარიდები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგისა და პროფესორის რამაზ გახოკიძის წიგნიდან "გზა ხსნისა"



  • "ზნეობა თავისუფალი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი თავს მოხვევა. სხვაგვარად, გალიაში გამომწყვდეული მხეციც ზნეობრივად შეიძლება ჩაითვალოს."
  •  „თუ ზნეობის საწყისებს არ ვიცნობ, საბუნებისმეტყველო მეცნიერება გასაჭირში ვერას მიშველის, ზნეობის საწყისების ცოდნა კი მიშველის ბუნებისმეტყველების ცოდნის გარეშეც.“ - ბლეზ პასკალი.

გაიგეთ რამდენი სიტყვა იცით ჩერქეზულად

https://www.playbuzz.com/item/dfab931d-ee13-498e-9529-735f2e57f8e2

Saturday, 9 March 2019

ენათმეცნიერება – სინქრონია და დიაქრონია.


ფერდინანდ დე სოსიური


ფერდინანდ დე სოსიური დაიბადა 1857 წლის 26 ნოემბერს, ჟენევაში
(შვეიცარია). 1879 წელს გამოაქვეყნა „მემუარი ხმოვანთა თავდაპირველი სისტების შესახებ ინდოევროპულ ენებში“, რომელმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოევროპეისტიკის განვითარებაში. მისი დამსახურება საკმაოდ დიდია ენათმეცნიერების სფეროში. თავისი „ლინგვისტიკის ზოგადი კურსით“ (რომელიც ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1916 წელს გამოქვეყნდა) დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ენათმეცნიერებაზე.

რასიზმი საქართველოში



რასიზმისა და ქსენოფობიის განმარტება


რასიზმი – ტერმინ „რასიზმს“ სხვადასხვაგვარი განმარტება აქვს, უმთავრესად რასიზმი კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანის ჩაგვრა, დამცირება და დისკრიმინაციაა. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ის განიმარტება, როგორც ანტიმეცნიერული თეორია და რეაქციული პოლიტიკა, რომელიც ამტკიცებს – თითქოს არსებობდეს ადამიანთა მაღალი და დაბალი, სრულფასოვვანი და არასრულფასოვანი რასები. რასიზმი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ადამიანის რომელიმე ჯგუფის გენოციდის გასამართლებლად.

ზურაბ ჭუმბურიძე – სვანური ენის გრამატიკული ანალიზი.



Pictures on request სვანები


(წინამდებარე ტექსტი შემოკლებულია ბლოგის ავტორის მიერ.)



1. ზოგადი ცნობები სვანებსა და სვანურზე
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ის მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე და სვანეთის ქედის ორივე მხარეს. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად ჰყოფს: ერთი, ეს არის ენგურის ხეობა – ზემო სვანეთი, რომელსაც მესტიის რაიონი ეწოდება (ცენტრი – დაბა მესტია) და მეორე ეს არის ცხენისწყლის ხეობა – ქვემო სვანეთი, რომელსაც ლენტეხის რაიონი ეწოდება (ცენტრი – დაბა ლენტეხი).

Friday, 8 March 2019

თამარა უჯუხუ – ადიღეური (ჩერქეზული) ენის სახელძღვანელო


(წინამდებარე ტექსტი შემოკლებულია ბლოგის ავტორის მიერ.)
I. მოკლე ცნობები ადიღეს, ადიღებისა და ადიღეური ენის შესახებ.
1. ადიღელთა (ჩერქეზთა) თვითსახელწოდება, ტერიტორია და განსახლება:
• ადიღე ყაბარდოელების, ადიღეებისა და ჩერქეზების თვითსახელწოდებაა, სხვები მათ ჩერქეზებს უწოდებენ.

კონსტანტინე გამსახურდია - მოზაიკები - “ მაგიური შანდლები”



ლეგენდა გვიამბობს: როცა წმ.მამა ქრისტიან როზენკროიცი გარდაიცვალა, მისმა მიმდევრებმა მისი უხრწნელი სხეული საპატიო სამოსით შეჰმოსეს და თავიანთი ორდენის სახლის ქვეშ დაასაფლავეს, ხოლო მის საფლავზე დაანთეს მაგიური შანდლები, რომლებიც მომავალ თაობათა და საუკუნეთათვის გზა უნდა გაენათებინად სამარადისოდ.
ასე ანათებდნენ მაგიური შანდლები, ვიდრე ერთმა მისმა მიმდევართაგანმა უცაბედის ფეხის წაკვრით არ გადააგდო ერთი შანდალი საფლავის ლოდიდან. მე მგონია ადამიანის ფანტაზიასაც ისე მოექცნენ ევროპაში ან ორიოდე საუკუნის წინათ, როგორც წმ. მამის ქრისტიან როზენკროიცის ცხედარს - მისი მოწაფენი.

კონსტანტინე გამსახურდია - “გაორებული საქართველო”



არა მარტო დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური ყოფა, ჩვენი ისტორიული ცხოვრებაც მუდამ ცენტრიდან მსრბოლელ უპროპორციო ძალებისაგან იყო გათიშული. თუ ერთი ნაწილი ქართველობისა მაშენებლების, ერის საძირკვლის როლსა ჰკისრულობდა, მეორე მისივე "ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი", საქართველოს მეორე სნეული ნახევარი, მუდამ რღვევის პროცესს უპირდაპირებდა ერის მაშენებელთა ლტოლვასა და საქმიანობას. უბადლო მაგალითები ახსოვს ჩვენს მატიანეს ამ გაორების, ერის ენერგიის გათიშვის ისტორიიდან. აბა, მიბრძანეთ სად, რომელ ერის ისტორიაში იპოვით იმდენ მოღალატეთ, თავისივე მშობელ ერის ინტერესების ფეხქვეშ გამთელველთ, როგორც - ჩვენსაში? ასეთი ისტორიული მტრები ქართველებისა ისევ ქართველები გახლდათ ოსმალებსა და სპარსელების დამსჯელ ექსპედიციებს წინ რომ უძღოდნენ. მარტო გიორგი სააკაძის პიროვნება რათა ღირს ამ დებულების საილუსტრაციოდ.

კონსტანტინე გამსახურდია - “მტრების მეგობრობა”





I
ციხე-მოსანტერში ბარე ათი ათასი პატიმარი ვიყავით, მათ შორის ორმოცდაერთი ქართველი. მესამე წელი შემისრულდა იქ ყოფნისა. ჩვენ ქართველებს ცალკე გვქონდა როტა. მე დიდად გავიხარე, როცა ლაგერის კომენდანტის ვიხმანსის ბრძანებით მე დამნიშნეს ღამის დარაჯად,ქართველ პატიმრების როტაში.

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.