Friday, 8 March 2019

კონსტანტინე გამსახურდია - “მტრების მეგობრობა”





I
ციხე-მოსანტერში ბარე ათი ათასი პატიმარი ვიყავით, მათ შორის ორმოცდაერთი ქართველი. მესამე წელი შემისრულდა იქ ყოფნისა. ჩვენ ქართველებს ცალკე გვქონდა როტა. მე დიდად გავიხარე, როცა ლაგერის კომენდანტის ვიხმანსის ბრძანებით მე დამნიშნეს ღამის დარაჯად,ქართველ პატიმრების როტაში.
როცა პატიმრები დაიძინებდნენ, მე ავიღებდი ჩემს ბიბლიას, ამავე წიგნის ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულ თარგმანს და ქართულს ვადარებდი ამ სამ ენაზე თარგმნილს.
მე მაინტერესებდა უპირატესად ზოგ ზოგი, ჩემთვის გაუგებარი ქართული სიტტყვის გაშიფრვა. დღისით ჰუმორისტულ კედისგაზეთს ვადგენდი, პატიმრებს ვართობდი ამრიგად.
საგანგებო კალიგრაფი მყავდა, ერთიც კარიკატურისტი.
ეს ამბავი ფრიან გვართობდა პოლარულ გრძელ ღამეებში.
გრიგალი დღე და ღამ ღმუოდა.ყინულოვანი ოკეანე დამშეუ ლომივით ბრდღვინავდა.გემებისა და კატერების ბღავილი გვესმოდა, თოლიების ჭყივილი. წამოვიდოდ ღამით ვეებერთელა აისბერგი, აისბერგზე წავი იჯდა შემცივნებული და მკერდზე მიეხუტებინა თავისი პატარა. იმ წავის განწირული ხმა დღესაც მიივის ყურებში... აქრიპელაგზე ჩვენს სვეგამწარებულ არსებობას მაგონებდა მისი ყოფა. ზედიზედ იხოცებოდნენ ჩემს გარშემო პატიმრები.ერთმა ქართველმა ავადმა ყარანგოზიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი ვინმე უბილავა გაიქცა ლაგერიდან.ლაგერის უფროსი დაედევნა ცამეტი კაცით, ერთ პატარა კუნძულზე ეკვდერში შეასწრო და ათი კაცი მოუკლა მოტაცებული თოფით. ბოლოს ლაგერის უფროსის ტყვიამ ჩაუმტვრია ბილები.როცა შეცვივდნენ ეკვდერში, უბილავა მიწაზე ეგდო და ცრემლები ჩამოსდიოდა. „ჰაი, შე დედკაცო“ დასჭყილა უფოსმა,“არა გრცხვენია რომ სტირი?“ „ვაი, რომ ტყვიები აღარ მაქვს, თორემგანანებდი თავხედობას“ ამოსძახა დაჭრილმ. უფროსს შეებრალა და აღარ დახვრიტა.
ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება და ორმოცი ქართველი გემში ჩასვეს და სადღაც წაიყვანეს.
იმ ღამეს გავცივცი და პოლარული ციება შემეყარა.
ექთანი ნატაშა სიცხსაზომს მიმალავდა, მაგრამ ერთი ორჯერ თვალი ვკიდე 40 და ხუთი ხაზი მქონდა.
დღე და ღამ სიზმარეთში ვიყავი. მოდიოდნენ შავოსანნი ქალნი და კაცნი ზარის ღიღინით. ღმებგაშლილი დედაჩემი წინ მოუძროდა მათ. ხანაც ძილვფხიზლობდი გათენებამდის. ოთხი მკლავმაგარი ვაჟკაცი გარს შემოადგებოდა ჩემს ნარს. ამევდნენ და დამწევდნენ, დიდხანს მარწევდნენ, მერმე ხელს შემიშვებდნენ, ნარზე დამაგდებდნენ, როცა თვალს გავახელდი არავინ სჩანდა. გავიღვიძებდი და პირი სავსე მქონდა გასრესილი ბაღლინჯოების სისხლით.
ექთანი ნატაშა გულმოდგინედ მივლიდა, ამიტომაც გამოვჯობინდი. ერთ საღამოს ნატაშა შემოვიდა და მითრა: ვიღაც ახმახი თათარი გეწვიათო.
ბარაკში შემოვიდა შავგვრემანი, ბეჭბრტყელი ვაჟკაცი, რომელსაც სელაპის ტყავის ქურქი ეცვა.
სტუმარი ჩემს თავთით დაიხარა და ჩურჩულით მითხრა:
„სალამი კონსტანტინე ბატონო,მითხრა მან ქართულად.
ვინა ბრძანდებით-მეთქი?
„მე გახლავართ რაჰიმ ვექილოვი, ყაზახ-ბორჩალოელი, ერეკლე მეფის ააზნაურყოფილის შვის-შვილის-შვილი“/
ეს უკანასკნელი მან რუსულად მითხრა.
„დაბრძანდი“ ვუთხარი მე მას თავაზიანადა და რაკი დასაჯდომი ადგილი არსად იყო, იგი ჩემი ნარის ბოლოს ჩამოჯდა.
„ჩვენ აქ ორმოცდამათამდე აზერბაიჯანელი მუსავატისტი ვართ,, დღეს გავიგეთ რომ ორმოცი ქართველი პატიმარი სადღაც გაუგზავნიათ, თქვენ ღა დარჩენილხართ მარტო, თუ ნებას მოგვცემთ, ხვალ დილას ჩვენ მოვალთ და ჩვენს როტაში წაგიყვანთ“.
მადლობა მოვახსენე.
მეორე დღეს მოვიდა ჩემთან მთელი როტა აზერბაიჯანელი პატიმრებისა, მოიტანეს ერთი გრძელი საკაცე, ზედ დამაწვინეს და „ჩინგის ხანის“ სიმღერით წამიყვანეს თავიანთ კამერაში.
მიხვდებით თუ რა რიგ მსიამოვნებბდა მე ეს სიმღერა. მე გულზე ხელებდაჭდობილი მივყავდი ამ პროცესიას და ჩემს გუენბაში მეღიმებოდა.
ყოველდღე „ფილავს“ მიმზაებდნენ, დენანტურატის არაყს მასმევდნენ, სიმღერებითა და ანეგდოტებით მართობდნენ. სამუშაოდ მობრუნებულნი მღეროდნენ აზერბაიჯანულ ზღაპრებს ყვებოდნენ. რაჰიმი იყო ჩეი თარჯიმანი, იგი მაუწყებდა ამ მშვენიერ ზღაპრებს, რომელთაც ჩვენ ყველანი გადავყავდით სინამდვილის სამანებს გადაღმა.
ამ აზერბაიჯანულ როტაში იყვნენ მუსავატელები, უმეტესნი მათ შორის სამხედრონი. ყველანი, თითქმის გაუმოკლებლად იყვნენ პანთურქსტურლად განწყობილი ადამიანები, რომელნიც სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ ოსმალეთი ეგ იყოს თითქოს კაცობრიული ცივილიზზაციის ფორპოსტი და გულდაჯერებით ამტკიცებდნენ, რომ ოსმალეთმა თუ გაიმარჯვა, კავკასიელი ხალხები თავისუფლებას ეღირდებინო.
მე მათ საუბარში არ ვერეოდი, ციებისაგან გაოგნებულს საამისო ძალაც არ მქონდა.
ამ პატიმართა შორის იყო ერთი, წვერწითელაკაპიტანი,, რომლის სახელი მე არ მამახსოვრდა. იგი განსაკუთრებული მჭერმეტყველობით იცცავდა პანთურქისტულ იდეებს და ამტკიცებდა: ერთხელაც იქნება, რუსეთს ბოლოს მოვუღებთ და კავკასიის ხალხებს გავათავისუფებთო. ერთ დღეს მე თავი წამოვწიე ბალიშიდან და მას ვუთხარი, რომ ოსმალეთი იყო , არის და იქნება მეთი მსოფლიო რეაქციისა და აგრესიის ბუდე. სხვა კომპიმენტებიც არ დავაკელი ოსმალეთსა და მის ისტორიას. მან დიდხანს მისმინა, მისმინდა და არაფერი მიპასუხა.მხოლოდ რაჰიმ ვექილოვმა მითხრა რუსულად:“კონსტტანტინე ბატონო, თქვენ ცდებით, ქართველები და თურქები მუდამ მეგობრები ვიყავით, მაგრამ იმ გაოხრებულმა რუსებმა წაგვკიეს. თქვენმა ერეკლე მეფემ რუსებს ჩააბარა დარიალის ციხის კლიტენი და ამ გზით ჩვენ ორივე ხალხი ერთმაეთს გადაგვკიდა და დაგვღუპა.
მე უვე დავიღალე ამ პაექრობისაგან, პირზე საბანი გადავიფარე და დავდუმდი.
მეორე დღეს მე ვნახე საშინელი რამ:
ის ახოვანი კაპიტანი, სამართებლით წვერს იპარსავდა, ელვისუსწრაფესად მან მაღლა ასწია თავი და სამართებელი ყელზე გამოისვ, ამ მშვენიერი კაცის თავი ანაზდად გადაყირავდა და სისხლის ჩქერალმა შემოგვაშხეგა.თავმოჭრილი სხეული სავარძელში დარჩა.
დღესაც მახსოვს, ამ კისერგამოღადრულ კაცს ისეთი ღიად დარჩენილი თვალები ჰქონდა, თითქოს უხაროდა ამ ცხოვრებიდან გასვლ.
ორმოცდაათი კაცი დაემხო მისი ცხედრის წინაშე და საოცაცრი, დამაღონებელი ხმით იმღრეს „ჩინგის ხანი“.
მე დავსწყევლე ის დღე და ჩემს გუნებაში ვამბობდი: ნეტავ ეს ამბავი არ მენახა და ჩემს კამერაში მარტოხელა მომკდარიყავი-მეთქი.
მეორე დღეს, დილაადრიან გამაღვიძა რაჰმ ვექილოვმა და ყურში ჩამჩურჩულა:
ვინმე ჩეკისტი, პონიატოვსკი გეწვიათო.
მე ოდნავ შევშფოთდი: ჩეკიტს აწი მაინც რაღა უნდა-მეთქი ჩემგან?
კამერაში შემოვიდა მხარბეჭიანი ვაჟკაცი, მხედრული სალამი მომცა და შემეკითხა:
„თქვენ ბრძანდებით ბერლინის უნივერსიტეტის დქტორი, კონსტანტინე გამსახურდია?
მე გახლავართ-მეთქი, მივუგე.
- ამ ერთი კირის წინათ გარდაიცვალა ჩვენს ლაგერში ჩემი მეგობარი ერიკ დომბროვსკი და დამიბარა: ამ ლაგერში ყოფილა ჩემი სიყრმის მეგობარი, დოქტორი გამსახურდია, რომელმაც მე დიდი თანადგმა გამიწია ბერლინში, როცა მე იქ ვიმყოფებოდი, როგორც პოლონელი ემიგრანტი, მე გთხოვთ ამ კაცს ჯეროვანი პატივი მიაგოთ“.
მე დიდხანს არ მიფიქრია, მომაგონდა შესანიშნავი ადამიანი, პოლონელი ემიგრანტი ერიკ დომბროვსკი.
1928 წელი იდგა.იმჟამად, ჯერაც არ იყო მკაცრი დისციპლინა ლაგერებში (ისეთი, როგორც 30-იანი წლებიან დაიწყო), ნაცნობობით ბევრი რამ ხდებოდა, ამიტომ პონიატოვსკი დამპირდა: ლაგერის უფროსს შევუთანნხმდები, თქვენ გადაგიყვანონ ციხე-მონასტრის ტერიტორიიდან და ნება მოგცენ თავისუფლად იაროთ სოლოვკის არქიპელაგის მთელს ტერიტორიაზედ, ისიც გავიგე, რომ პატიოსან სიტყვას ჩამოგართმევენ, არსად გაიქცეთ აქედან“.
როცა პონიატოვსკი წავიდა, მე დავფიქრდი, მთელი ღამე არ მეძინა სიხარულისაგან, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ღიმღამობდა ასეთი აზრი: ხომ არ მატყუებს მეთქი ეს კაცი?
II
სრულიად ახალი ერა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. სამიოდე წლის შემდეგ ნაწილობრივ ვიგემე თავისუფლება. ვახტერმა ჩემი ბარგიანად გადამიყვანა მონასტრის გალავნიდან და ის კაცი, რომელიც დღედაღამ გვლანძღავდა ბრალიანსა და უბრალოს, თქვენობით შემესიტყვა. ლაგერის უფროსის ბრძანებას ვასრულებო: მან მიმიყვანა ერთ დაფეხვილ ქოხში, დაბალი კარი შეაღო და სთქვა: "აჰა, ეს არის თქვენთვის განკუთვნილი კამერა. იგი თავისი ხელით აიშენა გერმანელმა შპიონმა ვინდმაიერმა, მაგრამ ერთ ღამეს გაიქცა, არხანგელსკში შეიპყრეს, აქ ჩამოვათრიეთ და მე დავხვრიტე საკუთარი ხელით". მე შემძრა ამ ამბავმა, ამ უბედურ ვინდმაიერს მე კარგად ვიცნობდი, იგი არავითარი "შპიონი" არ ყოფილა, ერთხელ იგი ჩემს ადრინდელ საკანში მეწვია და მიამბო: მე ათი წლის პატიმრობა მქონდა, ახლა როგორც ჩეკისტმა პონიატოვსკიმ მიამბო, ლაგერიდან უნდა გამიყვანონ, არავინ იცის სად. თუ შევიძელი, უნდა გავიქცე, რადგან კარგად ვიცი: როცა ათწლიანს სადმე გადაიყვანენ, ეს "გადაყვანა" აგრე ხდება: ღამე კატერში ჩააგდებენ გათოკილს, სამიოდე ტყვიას დაახლიან და ოკეანეში გადაუძახებენ. ვახტერმა მარტო დამტოვა. მეორე დღეს დაიწყო უცნაური ამბავი, რომელსაც ჩვენ, პატიმრები, "თეთრებისა და შავების ომს" ვუწოდებდით. შემოდგომაზე მეთოლიები სტოვებდნენ ციხე-მონასტრის გალავნებში მოწყობილ ბუდეებს. მოფრინდებოდნენ ყვავები და მყისვე დაეპატრონებოდნენ მათ. გაზაფხულზე თეთრები მოაკითხავდნენ. იმ დღეს ისევ გაიმართა "ომი", როგორც "თათრები", ისე "შავები" ისე გაოგნებული იბრძოდნენ, ტუსაღები მისწვდებოდნენ და იჭერდნენ ხოლმე. ჩემი ოთახის გვერდით აღმოჩნდა ერთი მოზრდილი კამერა, რომელშიაც ცხრა გენერალი, დამი ეპისკოპოსი, ხუტი გუბერნატორყოფილი და ერთიც ავაზაკი პოლკოვნიკი ისხდნენ; ეს ნაკაცარები ფრიად გულზვიადნი იყვნენ: მათ ვახტერი ასეირნებდა, მაგრამ ჩემსავით მათ არა ჰქონდათ სოლოვკუს არქიპელაგზე მოძრაობის უფლება და ამიტომაც ძალიან ბრაზობდნენ. მათ ჩემი ვინაობა სცოდნოდათ, მაგრამ, როგორც უცხო, ამითვალწუნეს, დამადლებულ სალამს ძლივს მაღირსებდნენ. ბოლოს შემეჩვიენ და ნარდის სათამაშოდ მეპატიჟებოდნენ ხოლმე. ამ კამერაშივე მოიყვანეს ერთი ჭარმაგი ნათავადარი პოტიომკინი, რუსეთის სინოდის ობერპროკურორი, რომელიც რუსულს ფრანგულად უქცევდა. დღენიადაგ თავის დღიურებს სწერდა, თავი ძლიერ ამაყად ეჭირა. ერთ დღეს მან დერეფანში შემაჩერა და მითხრა: იცით ყმაწვილო, გუშინ მე თქვენ ჩაგწერეთ ჩემს დღიურში როგორც ლამაზწვერიანი ქართველი. ეგეც უწყოდეთ მოწყალეო ხელმწიფევ, თქვენ ერთადერთი ქართველი ხართ, რომელიც ჩემს დღიურში მოხვდა. მე მადლობა მოვახსენე ამ ნათავადარს ასეთი დიდი პატივისცემისთვის. იმ "პატივცემულ გვამებს" თითქმის ყმად ჰყავდა ერთი ბედშავი, ქოსა კაცი, რომელსაც მეტსახელად "ტეპერიჩა" ერქვა. ეს სახელი მიტომაც მოუბოძებიათ მისთვის, რომ იგი ყოველ წუთში "ტეპერის" - ნაცვლად "ტეპერიჩას" იტყოდა ხოლმე. ტეპერიჩა მათ ყავასა და სადილს უმზადებდა, მადლობის მაგივრად ხშირად სცემდნენ მოტვლეპილ თავზე და პანღურსაც უთავაზებდნენ ხოლმე. ტეპერიჩა მე მომეკედლა. რეციდივისტი ვანია, ყოველდღე გამოიპარებოდა ხოლმე ლაგერიდან, რადგან იგი მებადურებისაგან მოპარულ თევზებს უზიარებდა ხოლმე ვახტერებს. ვანიას ოინბაზობით დიახაც ვერთობოდი, როცა კითხვისაგან დავიღლებოდი, ვანია მიამბობდა თავის "სახელოვან" ბიოგრაფიას. ტყეში წავიდოდა, სოკოებს მოკრეფდა, საუკეთესოდ შესწვავდა მათ და ორივენი შევექცეოდით. ვანიას ოინბაზობამ თვით ლაგერის უფროსი ვიხმანსი დააინტერესა. ვანიამ დღისით მზისით მოიპარა მთელი მეტრის სიგანე საათი ციხის ეზოდან, საგულისხმო ის არის, რომ იმ საათის ახლოს თოფიანი ვახტერი იდგა. ვიხმანსმა საათი მოატანინა ვანიას და ბევრი იცინა თურმე. ვანია ნამდვილი ილლუზიონისტი იყო. ერთ დღეს მან მომიტანა ახალთახალი ჩექმები საჩუქრად: ვეკითხებოდი: "სად იპოვე ეგ ჩექმები ვანია?" "ერთ გერმანელ ვაჭარს მოვპარე მესამე როტაში". "არა ჩემო ვანია, ეს წაღები ისევ მის პატრონს მიუტანე... მე ხომ არ შემიძლია ნაქურდალი ნივთი მივითვისო. გარდა ამისა, მე მარტო ქართულ წაღებს ვიცვამ". "რასა ბრძანებ ბატონო, სულ ერთია მაგ გერმანელ შპიონს მაინც დახვრეტენ თურმე ამ დღეებში". ვანია გაჯანჯლდა, მაგრამ მე უკან დავუბრუნე მას ის ჩექმები. ერთ დღეს ჰერმელი გენერალი მეწვია და და მთხოვა ნარდის სათამაშოდ გავყოლოდი. ნარდის თამაში რა მოთავდა, ახლა ჩამაცივდნენ გენერლები და გუბერნატორები, ჩვენ ბებრები ვართ და ჭიდაობა არ შეგვიძლია, მოდი თქვენ და პოლკოვნიკ სეროვმა იჭიდავეთო". პირველი შემოტევა მისი ძლივს ავიტანე, მერმე რაკი ძლიერ მოვიქანცე. სარმა გავკარი პოლკოვნიკს, იგი წაიქცა და ღუმელის ძგიდეს მიახალა თავი. მის მოტვლეპილ თავიდან სისხლმა იჩქეფა. მე შემებრალა მოწინააღმდეგე, მივწვდი და ავაყენე. გაბოროტებული მომეჭრა და ცემა დამიპირა. მე აგრე ვუთხარი: აქამდის გეთამაშებოდით, ახლა გცემთ მეთქი. ჰერმელი გენერალი მოგვეჭრა და გაგვაზავა. კვირა ისე გავიდა მე მათ კამერაში არც შევსულვარ, მე და პოლკოვნიკი და მისი მეგობრები ყოველდღე ვხვდებოდით სამზარეულოში, სადაც ზოგი ყავას იდუღებდა, ზოგი ტეპერიჩას თავზე ადგა უხორცო ბორშჩის დამზადებისას. ჩვები წაკიდების შემდეგ პოლკოვნიკ სეროვს დასჩემდა: მოსკოვურ გაზეთს გახსნიდა, ენუქიძის, ორჯონიკიძის, ან რომელიმე ქართველის გვარს ამოიკითხავდა თუ არა, წარამარა დედას აგინებდა მათ და მთელ საქართველოს. ერთხელ მე მივმართე გენერალყოფილებს, სეროვის გასაგონად: " ამ ლაგერში მეც ისეთივე პატიმარი ვარ, როგორც თქვენთაგანი ყოველი, მოდი მომეტებულად ნუ გავიმწარებთ ისედაც გამწარებულ ცხოვრებას ურჩიეთ პოლკოვნიკ სეროვს მოეშვას საქართველოს ლანძღვას, თორემ მე იძულებული გავხდები საკადრისი პასუხი გავცე". ამის თქმა და რაჰიმ ვექილოვი შემოვიდა, ხოლო სეროვმა მზერა გაუმართა გენერლებს და დაიღრიალა: "მე მაგ ქართველ შპიონს ხმას არა ვცემ, ვისი რა საქმეა მე ვის ვაგინებ?" რაჰიმ ვექილოვი აღშფოთდა, პოლკოვნიკ სეროვს მიეჭრა და უთხრა: " ვინ მოგახსენათ, ბატონი გამსახურდია შპიონი იყვეს თითქოს?" "აბა მე რად არ მიშვებენ სასერინოდ კუნძულზე ჰა?" რაჰიმმა მიუგო: "ბატონი გამსახურდია მწერალია და გასაგებია პატივს რომ სცემენ". სეროვი ადუდღუნდა: "მწერალი, ჰმ, მწერალი, მაგის დაწერილი ვის უნახავს? შპიონია და ეგ არის". ესა სთქვა სეროვმა, მე ყავადანს ხელი წავავლე და ვუხეთქე მოტვლეპილ თავზე. სეროვმა ტაფა მესროლა, მაგრამ მე ტაბურეტი ვიფარე და ავიცდინე. რაჰიმი ეცა სეროვს და შეჰკრა. ერთბაშად სამზარეულოში შემოვარდა პონიატოვსკი და სამი ჩეკისტი. კომენდანტურაში წაგვასხეს მე, რაჰიმი, სეროვი, მოწმეებად გენერლები და გუბერნატორები. მე დამკითხეს, მაგრამ არ ვთქვი ჩხუბის მიზეზი. პონიატოცსკიმ იძალა, კარცერით დაემუქრა სეროვს, დაჰპირდა თუ ნამდვილ მიზეზს გაგვიმხელთ, კარცერში არ გაგაგზავნითო. სეროვი მოტყუვდა, აღიარა: საქართველოს ვაგინებდი, ამიტომაც ყავადანი მესროლაო გამსახურდიამ. ეს საქმე ლაგერის უფროსს ვაიხმანსს მოხსნედა. მე იმ დღესვე გამათავისუფლეს, ხოლო სეროვს ერთი თვით კარცერი მიუსაჯეს. ეს კარცერი იმყოფებოდა მახლობელ სამრეკლოზე. დასჯილს ყოველ დღე წყლით სავსე ორი ვედრო წყალი უნდა აეტანა სამრეკლოს სამას სამოცდახუთ კიბის ხარიხზე და ძირს ჩამოესხა. ორმოცგრადუსიან ყინვის დროს წყლის თრევისას სეროვს ფილტვების ანთება დაემართა და ორიოდე თვის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გვამი ჩააგდეს ე.წ. "ძმათა სასაფლაოში". ეს იყო უზარმაზარი ორმო ორასი მეტრის სიგრძისა და ათი მეტრი სიღრმისა, რაკი სოლოვკაში ცხრა თვე ზამთარი იყო, გაყინულ მიწას ვეღარ თხრიდნენ, ამიტომაც პატიმართა შორის მიცვალებულებს ამ ორმოში ჩააგდებდნენ და ფიცრებს გადააფარებდნენ ორმოს.
III
ერთ დილას შემკრთალმა ტეპერჩამ გამაღვიძა და მიჩურჩულა:
„ბატონო, არ შეშინდეთ, მოვიდა ის პოლონელი ჩეკისტი და მომთხოვა თქვენს ოთახში შემომეშვა“.
შემოიყვანე-მეთქი ვუთხარი ტეპერიჩას.
პონიატოვსკის ძველებური ბერდანის თოფი ეჭირა ხელში.
მეკითხება:
„ის ჩერქეზისეული ძაღლი ლაიკა თქვენთანაა?“
მე ჯერ გონს ვერ მოვედი და ბოლოს ჩავიდუდუნე:
„ტეპერიჩამ მომგვარა ის ძაღლი გუშინ, გუშინ იქ ჰყავდა სამზარეულოში“.
ამ ლაიკის ისტორია ასეთი იყო. იგი დარჩა ერთ ნაყაჩაღარს, ჩერქეზს, ის უბედური დახვრიტეს და ძაღლი მე შევივრდომე. ლუკმას ვუყოფდი, ტეპერიჩა საგანგებოდ უმზადებდა ტყუილ ბორშჩს.
პონიატოვსკიმ ჯიბიდან ამოიღო არაყი. ჩვენ ვისაუზმრეთ, ცოტა არაყიც დავლიეთ და ტუნდრებისკენ გავემართეთ, თან მიგვყავდა ჩემი ლაიკა.
ჩრდილოეთსაც გააჩნია თავისებური სილამაზე. ბუნების უცნარობას დახედეთ: გაყინულ ტბებში დაგოგავდნენ გარეული იხვები და მათი ნამატი. ისინი გაოცებულნი შემოგვცქეროდნენ. ამ უკაცრიელ ტყეებში ჯერ არვის სმენია თოფის ხმა და ცულის ჩქამი.
ჩრდილოური ირმები გვხვდებოდნენ გზადაგზა. გიშრისფერ თვალებს შემოგვაშტერებდნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ. ეს მშვენიერი ირემი - „ლოს“იშვიათი სილამაზით შეუმკია არსთა განმრიგეს.
პონიატოვსკიმ ფრთხილად გამატარა გარდი-გარდმო გადებულ ძელებზე,მაფრთხილებდა ფეხი არ დაგიცდეს, თორემ აქ ისეთი ჭაობებია, ცხენიანი კაცი გაუჩინარდებაო მათში.
პონიატოვსკი არ აპირებდა ირმის მოკვლას, რადგან სხვა არა იყოს რა ჩვენ თუნდაც ერთსაც ვეღარ მივათრევდით ციხე-მონასტრამდე.
ხოლო იხვების გამო ეს გამოცდილი მონადირე ეგრე ამბობდა:
ამ ზამთარში იხვი მჭლეა და ძაღლიც ვერ დაღეჭავსო მის ხორცს.
ბოლოს ერთ ტევრს მივადექით უზარმაზარი ნაძვებით დამშვენებულს. ყოველ მათგანს ცხრა კაცი ვერ შემოაწვდენდა ხელებს. მე ამოდენა ხელები საერთოდ არსად მინახავს.
პონიატოვსკი შესდგა ერთი უშველებელი ნაძვის მახლობლად და მიჩურჩულა:
„ხომ ხედავ, კონსტანტინ, ეჰე, მწვერვალზე ზის როჭო. ახლა უყურე რა ჰქნას შენმა ლაიკამ“.
ამის თქმა და პონიატოვსკიმ თითების ტკაცანით ანიშნა ძაღლს და იგიც მყისვე გაიქცა და იწყო ნაძვის გარშემო სირბილი და ყეფა.
პონიატოვსკიმ უკვე ხმამაღლა მითხრა:
„ეს ბედშავი როჭო ისეთი სულელია, მასე აგრე ჰგონია ის ლაიკა აფრინდება ნაძვის წვერზე და მას ეცემა“.
ახლა ბერდანის თოფი ხელში შემომაჩეჩა პონიატოვსკიმ და მითხრა: ესროლეო.
ტყვიანაკრავი როჭო მიწაზე დაეცა, ლაიკა მივარდა, მაგრამ არ ჩაუკბილავს.
ერთი საათის განმავლობაში პონიატოვსკიმ სამი როჭო მოჰკლა. ახლა კვლავ შემომთავაზა თოფი, მაგრამ მე მუდამ წესად მქონდა: ფრინველისა და ნადირის უზომო მუსვრისაგან თავი შემეკავებინა... ტეპერიჩამ და ვანიამ როჭოები გაპუტეს. ნანადირები შევწვით და უჩვეულოდმოვილხინეთ, რაჰიმ ვექილოვიც დავპატიჟეთ.
პონიატოვსკი რაჰიმვექილოვსაც დაუმეგობრდა.ერთ დღეს უთენია გამოუშვა მან რაჰიმი ლაგერიდან, ცოტა ხნისშემდეგ თავადაც მოვიდა პონიატოვსკი და თავისი თოფი მომიტანა.
ამჯერად მე და რაჰიმი თხილამურებით გავემგზავრეთ. რაჰიმს ძლივს ვასწავლე თხილამურებისხმარება.მისი თხილამური მოკლე იყო და ვაგლახად გააფრაკებული.
მე მქონდა სამი მეტრის სიგრძე ფინური თხილამური, ამიტომაც რაჰიმი უკან რჩებოდა.
ბოლოს მივაღწიეთ ერთ ნაძვნარს, თითო როჭო მოვინადირეთ და ციხისაკენ გამოვქანდით სასწრაფოდ, რადგან უკვე ბნელდებოდა და გზის გაკვლევა მისჭირდებოდა.
ბარე ორი კილომეტრით ჩამომრჩა რაჰიმი, მემივაღწიე ციხესიმაგრის შემოგარენამდის და აქ მოხდა სავსებით უცნაური ამბავი, რომლისმსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ შემმთხვევია და არც აღწერილი მინახავს ოდესმე. უკვე საღამოიყო,უხიაგი გრიგალი დაგელავდა, ისეთი ქარბორბალა, რომ ციხე-მონასტრისკენ მიმავალ ადამიანებს იტაცებდა ხანდახან.ერთი თვის წინათ მე ლაგერის სამმართველოში მივდიოდი, ანაზდად შევნიშნე: გრიგალი რაღაც შავ ჭინჭებს მოაქროლებდა. ხელი ვტაცე და ჰოი, საკვირველებავ, პოლკის უფროსის დედა შემრჩა ხელში.
იმ საღამოსაც მე განვერიდე სწორ შარაგზას და ციხე მონასტრისაკენ მიმავალ ბილიკს მივყევი. ერთბაშად მთლად ჩამობნელდა, მე გზა დავკარგე და სწორედ იმ სასაფლაოსკენ წავსულვარ, რომელშიც მიცვალებულ პატიმრებს ჰყრიდნენ ხოლმე.
ერთბაშად ცალი თხილამური გამიტყდა,უზარმაზარი ფიცარი ჩატყდა და ბარე ათი მეტრის სიმაღლიდან ჩავვარდი აურაცხელი, გაყინული მკვდრების სამკვიდროში.
ირგვლივ ბნელოდა, მაგრამ ერთბაშად ელექტრონის ხელფარანი შემომანათა ვიღაცამ,მერმეუცნაური ღმუილი მომესმა და ხელფარნიანი გაუჩინარდა. ცხადია, იმ საშინელ ღამეს გამიჩნდა პირველი ჭაღარა.
სულ რამდენიმე სეკუნდიც და ფარნიანი ლანდი მომეჭრა და ჩემი სახელი და მამის სახელი გავიგონე.
მე შევშფოთდი, ჩემი წვეტიანი მუჯრა მოვიმარჯვე და ვუყვირე:
„ჰეი, ვინა ხარ?“
„ეს მე ვარ, ვანია“. მომაძახა ლანდმა და დაუნდობლად მომეჭრა.
- შენ რას აკეთებდი აქ, ეშმაკის კერძო?
- ჰი, ჰი, ხითხითებდა ვანია, მე აქ ჩამოვდივარ ამ დროს, ოქროს კბილებს ვაძრობ ვაჭრებს, გუბერნატორებსა და ეპისკოპოსებს. ახლაც ერთ მსუქან ეპისკოპოსს ვაძრობდი კბილებს, მაგრამ მაგ ჩაძაღლებულს უმეტესად ვერცხლისანი ჰქონია. ბედი არ გინდა“.
მე შემზარა ამის გაგონებამ.
- ჰო, მაგრამ შე ეშმაკის კერძო, აკი მუდამ მარწმუნებდი ქრისტიანი ვარო!
- ეჰ, მე დიახაც, ქრისტიანი ვარ, მაგრამ ის ეპისკოპოსები და გენერლები ქრისტიანები როდი იყვნენ.
ეგეც რომ არა, მე აქ პატიმრობაში ვარ და მოხუცმა დედამ რა სჭამოს ვიტებსკში? მე ამ ოქროსა და ვერცხლის კბილებს გავატან ხოლმე განთავისუფლებულ ჯიბგირებს, ჩემს მეგობრებს, ისინი ნაწილს თავად ჩაიჯიბავენ, ხოლო დანარჩენს დედაჩემს უგზავნიან ვიტებსკში.
მე იმ ღამეს დავრწმუნდი: არც შექსპირს, არც ედგარ პოს, არც ბალზაკს, არც დოსტოევსკის ადამიანური არამზადობის ამბავი სრულიად არ სცოდნიათ.
ვანიას ფანარი გამოვართვი და ჰოი, საშინელებავ, მიცვალებულები ჭერეხებივით ეყარნენ ირგვლივ. ზოგი პირაღმა, ზოგი თავდაღმა, ზოგი აყირავებული, ზოგიც დაოთხილი, არავითარი სუნი არ მცემდა, რადგან ცხედრები გაყინულები იყვნენ, როგორც გრანდიოზულ მაცივარში შელაგებული თევზები.
მე ხელი ავიღე გაკილვაზე, ვინანე მხოლოდ, მ.ი. კალინინს რომ ვთხოვე წერილობით ამ არამზდას შეწყალება და დახვრეტას გადავარჩინე.
„აბა, ვანია“, - ვეუბნები, - „ახლა როგორმე აძვერი და ციხე-მონასტრისკენ მომავალი ვექილოვი მოსძებნე, თოკი იშოვნოს სადმე და ამომიყვანოს“.
ვანია მარწმუნებდა მე თავათ აგიყვანო, მაგრამ ვერ ვენდევ მის დაკონკილ თოკს.
ბარე ორი საათი ვიყავი ამ კოლოსალურ სამარეში. ალიგჰიერი დანტეს ჯოჯოხეთი ამ შემზარავ პანორამასთან შედარებით იდილიად მოგეჩვენებოდათ.
ბოლოს ზევიდან მომესმა რაჰიმის ყვირილი, რაჰიმმა, პონიატოვსკიმ და ვანიამ უშველებელი, სანავო ბაგირი ჩამოუშვეს და მაჯაგანით ამომიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან.
IV
მოხდა სასწაული და სავსებით მოულოდნელად ლაგერიდან გამათავისუფლეს. სამი წელი გავიდა. 1932 წლის გაზაფხული იყო. მე წერა აკრძალული მქონდა. თარგმანს მივყავ ხელი. ერთ დღეეს რუსთაველის პროსპექტზე ვიღაც ტყაპუჭიანი ვაჟკაცი დამეძგერა და გადამკოცნა.
რაჰიმ ვექილოვი!
როგორ? საიდან?
„მე ვოლგის კანალის მშენებლობაზე თავი ვისახელე და მინუს ექვსი მომცეს.
რუკასთან მიმაყენეს და მიბრძანეს: აირჩიე, რომელიც გინდა იმრესპუბლიკის სატახტო ქალაქი, ბაქოს გარდა, მე გავბედე და ტფილისი ავირჩიე შენის იმედით“.
„კარგი და პატიოსანი“, მივუგე. თანაც გუნებაში მეღიმებოდა, მეთავადარ ვიცოდი საით გავქცეულიყავ და ეს კაცი ჩემის იმედით ჩამოსულა? სხვა გზა არ იყო, ავდექი და დანტეს კომედიის პირველი წიგნის თარგმანი გავუგზავნე „ჩეკას“ იმჟამინდელ თავმჯდომარეს ლორთქიფანიძეს და ვთხოვე მე და მოქალაქე რაჰიმ ვექილოვი მივეღეთ.
მეორე დღესვე გამომეცხადა ჩეკას კომენდანტი დ მაუწყა:
„დღეს დილის პირველ საათზე გიცდითო ამხანაგი ლორთქიფანიძე, „ჩეკას“ თავმჯდომარე“.
ლორთქიფანიძე დაგვიხვდა მთელი თავისი ამალით. სახეზე ემჩნეოდა: მას ძლიერ უკვირდა ჩემი წვევა.
მე ყოველივე წვრილად მოვახსენე ჩემი მეგობრის, რაჰიმ ვექილოვისა და მისი სთხოვარის გამო. ესე იგი, მას ვამცნე, რომ ხსენებული პირი სთხოვდა მას ტფილისში ცხოვრების უფლებას, სამუშაოსა და ერთ ოთახს.
„ჰო, მაგრამ, - მითხრა ლორთქიფანიძემ, - ამ კაცის თავდები ვინ იქნება?“
„მე“ - მივუგე.
„ჰო, მაგრამ, თქვენი თავდები ვინღა იქნება?“
„ჩემი რაინდული სიტყვა“.
მან შენიშნა მე რომ შევწუხდი და ღიმილით თქვა:
„კარგი; მე ვენდობი თქვენს კეთილშობილებას, იმედია არ დამაღალატებთ“.
მესამე დღესრაჰიმი ჩეკაში დაიბარა საიდუმლო განყოფილების გამგემ და ასეთი რამ უთხრა:
„თქვენ რად აკიდებიხართ ამ ქართველ ნაციონალისტს გამსახურდიას? გარდა ამისა, მე მაკვირვებს, მას დიდი ბინა აქვს ჯაფარიძის ქუჩაზე და ნუთუ არ შეუძლია ერთი ოთახის მოგცეთ?“
რაჰიმი აიმღვრა თურმე და ასეთი ოასუხი მისცა: ერთი, რომ ბატონი გამსახურდია არავითარი „ნაციონალისტი“ არ გახლავთ. რაც შეეხება მის ბინას, ბატონ კონსტანტინეს დიდი ბინა ჰქონია დაპატიმრებამდის და ბოლოს ჩამოურთმევიათ ერთი ოთახის გარდა, ბარე სამი“.
„კარგი, კარგი, ჩვენ მოგცემთ ერთ ოთახსა და სამუშაოს. ოღონდ იცოდეთ, თუ გაქცევა დააპირეთ, თქვენ და გამსახურდიას ორივეს დაგხვრეტთ“.
„მე მოღალატე არ გახლავართ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონი კონსტანტინესათვის, მე სამი სიცოცხლეც რომ მქონდეს, სამივეს მას ვანაცვალებდი“.
მიუგო თურმე რაჰიმმა და ამ ჩეკისტის სახეზე გაოცნება ამოიკითხა.
V
მერმე დაიწყო დაუვიწყარი დღეები ამ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში. მე იმჟამად ხელმოკლედ ვცხოვრობდი. ჟამიდან ჟამზე სანადიროდ მივდიოდი კოლხეთსა და ლაგოდეხში, კურდღლებს, ხოხბებს, მშველებს ვხოცავდი, შინ მიმქონდა.
ჩემი საცოლე, მირანდა და რაჰიმი დაამზადებნენ ნანადირევს, ჩემი ძმა ალექსანდრე ღვინოს მიგზავნიდა (37 წელს ისიც დახვრიტეს). ვლხინობდით, დროს ვატარებდით.
მირანდა თავად არ ეკარებოდა ნანადირევს. ერთ საღამოს შემევედრა: თუ ჩემი პატივისცემა გექნებათ, ამიერიდან მშველს ნუღარ მოკლათ, ასე იგულისხმეთ თითქოს მე მესროდეთ ტყვიას.
იმ დღიდან მე მშველზე ნადირობა აღვკვეთე.
რაჰიმისთვის ზრუნვა არ დამიკლია. განათლების სამინისტროში მე მაშინაც პატივსა მცემდნენ, გადაწყდა: მომავალ სემესტრიდან რაჰიმი მოგვეწყო აზერბაიჯანული ენის ლექტორად.
ხოლო მანამდის რაჰიმს ლაგერშივე შეუთვისებია დურგლობა და იგი ტფილისის ყრუ-მუნჯთა სზოგადების ერთ-ერთი სადურგლო სახელოსნოს გამგედ დაენიშნათ.
ერთ დღეს რაჰიმი მოვიდა ჩემთან და მთხოვა წავყოლოდი შეითანბაზრისკენ და ძველ ტფილისურად გვექეიფა.
მე წავყევი და, როცა პურობა მოთავდა, მან ასეთი რამ მითხრა: „კონსტანტინე ბატონო, მოდი გავიქცეთ ოსმალეთს, მე თურქული კარგად ვიცი, ხულოს რაიონიდან გავიპაროთ და მერმე... სტამბოლში გაზეთი გამოვცეთ ბოლშევიკების წინააღმდეგ“.
მე მივუგე:
„იცი რაჰიმ, ერთი რომ მე ყოველივე გაქცევის წინააღმდეგი ვარ, მართალია, მე დევნილი ვარ დღევანდელ ჩემს სამშობლოში, მაგრამ ჩემს ქვეყანას ვერ მივატოვებ.
ეგეც რომ არ იყოს, მე და თქვენ ხომ იდეური მტრები ვართ, ჩვენი მეგობრობის მიუხედავად, რა გაზეთი უნდა გამოვცეთ ისეთი,რომ ჩვენი ეს მტრობა გავაუქმოთ?
რაჰიმი დადუმდა.
რესტორნიდან გასვლისას მან თავისი დაკონკილი მანეთიანები ამოიღო ანგარიშის გასასწორებლად. მე გავუძალიანდი, თავად მინდოდა გადამეხადა, მაგრამ არ დამანება.
გავიდა ორიოდე კვირაც და რაჰიმმა ბარათი მომწერა. სავსებით გარკვეულად მაუწყებდა:
„მე შენი რაინდული თავდადების დარდი მაქვს, თორემ ამ ჩემს ჭაღარა თავს სისხლით შევიღებავდი. არც ლექტორობა მინდა და არც სიცოცხლე. მაპატიე, რომ გაწუხებ“.
ერთი თვის შემდეგ მე მეორეჯერ გამომრიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან და ჰოი საოცრებავ, სომხეთის მწერალთა კავშირმა მთხოვა მთელი თვიტ გვესტუმრეო.
მე შევკრთი: ალბათ მათ არ იციან ჩემი ძნელბედობის ამბავი, ყოველივე წვრილად მივწერე ჩემს ძველ მეგობარს, დერენიკ დემირჭიანს.
მან დაუყოვნებლივ მიპასუხა: ჩვენ ყველაფერი კარგად ვუწყით, დაუყოვნებლივ ჩამობრძანდითო.
მერმე ის იყო მთელი თვე გავატარე სომხეთში, ვმოგზაურობდი მეგობრებთან ერთად, ვათვალიერებდი ქვეყანას.
შინ ჩამოსულს ჩემი ოსი მოსამსახურე სონა მეუბნება:
„ი თათარი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა, გუშღამაც იყო, რაღაც წერილი დაჯღაბნა“. „მერმე სადაა წერილი სონა?“
„ემანდ ნოხის ქვეშ დასდო. ძრიელ დაღონებული იყო ბედშავი“. კარებთან დაგებული ნოხი ავიღე და რაჰიმ ვექილოვის ბარათი ვიპოვნე. „შენს რაინდულ კეთილშობილებას ვერ ვუღალატე და ამიტომაც მტკვარში გადავარდნა ვარჩიე. მშვიდობით, საუკუნოდ მშვიდობით. შენი უერთგულესი ძმა რაჰიმ ვექილოვი“.
მეჩვიდმეტე რაიმილიციის უფროსმა მაუწყა:
„სამი დღის წინათ დავიწყეთ იმ უბედური კაცის ცხედრის ძებნა. ჩემი მილიციელი შესწრებია თუ როგორ გაიხადა მან მადათოგთან ტანისამოსი და მტკვარში გადაეშვა. მილიციელს აგრე ეგონა: საბანაოდ ჩაეშვა მდინარეში. ბოლოს მე მაუწყა ეს ყოველივე. მე ყოველივე ზომა მივიღე, მაგრამ ცხედარი ვერ ვიპოვეთ. აჰა, იმ თათრის კეპი და ტანსაცმელი. მის ჯიბეში ვიპოვეთ პასპორტი. ბინის პატრონმა აუწყა ჩემს თანამშრომელს: გამსახურდიას მეგობარიაო. კაცი გამოვგზავნე თქვენთან, თქვენ ერევანში წასული აღმოჩნდით“.
მე შევიცანი იმ უბედური რაჰიმისეპი და სელაპის ჯუბა. აგრე დამთავრდა მტრების მეგობრობა.
რედაქციისაგან:
როგორც ტერორის ეპოქის ისტორიკოსები აღნიშნავენ, მიუხედავად მასიური და საყოველთაო რეპრესიებისა, ხელისუფლება მაინც უფრთხილდებოდა დიდი ტალანტის მქონე პიროვნებებს (ალბათ პრაგმატული მოსაზრებით). ცნობილია, მაგალითად, რომ პასტერნაკს 1937 წელს შესთავაზეს ხელის მოწერა გენერლების დახვრეტის გამო შედგენილ ქაღალდზე, რაზედაც მან მტკიცე უარი განაცხადა და დიდხანს ელოდა დაპატიმრებას, მაგრამ გადარჩა. ასევე გადარჩა მ.ბულგაკოვი, ა.ახმატოვა და სხვანი. ასეთ პიროვნებებს სპობდნენ მხოლოდ სტალინის პიროვნული შეურაცხყოფისთვის (მაგ. მანდელშტამი) ან რეალური პოოლიტიკური დანაშაულისთვის. რამდენადაც კონსტანტინე გამსახურდია ყოველგვარი პოლიტიკური დანაშაულის გარეშე იყო გადასახლებული სოლოვკაში (მხოლოდ და მხოლოდ შეხედულებებისათვის), ადვილად გასაგებია, რომ იგი ა რ გაწირეს სასიკვდილოდ. მისი პრივილეგირებული მდგომარეობაც ამით აიხსნება, მით უმეტეს, რომ სოლოვკაში ოცდაათიან წლებამდე არ იყო საყოველთაო წესრიგი. საქართველოში ამგვარადა გადარჩნენ ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და სხვანი.
ოქროს საწმისი #1, მაისი 1975 წელი.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.