Saturday, 23 March 2019

ამონარიდები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგისა და პროფესორის რამაზ გახოკიძის წიგნიდან "ბიოორგანული მწვანე რევოლუცია"


1


.      "ის, ვინც შეძლებს მოიყვანოს ორი თავთავი და ორი ბალახის ღერო იქ, სადაც მანამდე ხარობდა ერთი თავთავი და ერთი ბალახის ღერო, კაცობრიობის მადლობას დაიმსახურებს." (ჯ.სვიფტი)
2.      "შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; აც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ, მერედა რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?“ ლუკა, 12:24
3.      „სოფლის მეურნეობა ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს რომ ფლობდეთ და საჭმელი არ გაგაჩნდეთ, თქვენ მაინც სხვაზე იქნებით დამოკიდებული“. (ჟან ჟაკ რუსო)


4.      "ამერიკელები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, მაგრამ მსოფლიო რესურსების 35%-ს  მოიხმარენ - იმდენივეს, რამდენსაც ყველა განვითარებადი ქვეყანა ერთად."
5.      "დასავლეთის ქვეყნებს საკმარისი სახსრები გააჩნიათ თავიანთი მოსახლეობის გამოსაკვებად. ძალიან მცირე კავშირია შიმშილსა და მიწის რაოდენობას შორის. ჰოლანდიაში 1 კვ.მილზე მოდის 1 117 ადამიანი, ბოლივიაში კი 12. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ყველაზე კარგად ჰოლანდიელები იკვებებიან; ბოლივი კი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ყველაზე უფრო აკლიათ საჭმელი და შიმშილობენ. შიმშილის პრობლემა იდნოეთშიც დგას, რასაც ჭარბ მოსახლეობას უკავშირებენ, მაგრამ იქ 1 კვ. მილზე 568 ადამიანი მოდის, ნაკლები, ვიდრე დიდ ბრიტანეთში - 583. აფრიკასაც უდიდესი სასურსათო პრობლემა ექმნება მსოფლიოში, მაგრამ ეს მიწის სიმცირით არ არის გამოწვეული. სადღეისოდ აფრიკაში პოტენციურად სახმარი მიწების მხოლოდ ერთ მეოთხედს ამუშავებენ."
6.      "1 მილიარდ ადამიანზე მეტი განიცდის ქრონიკულ შიმშილს და სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ყოველ 3,5 წამში ერთი ადამიანი კვდება და ყოველწლიურად 15 მილიონი ბავშვი იღუპება შიმშილით."
7.      "მალთუსის თეორიის თანახმად, მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროპორციით, მაშინ როცა, საკვებით მომარაგება იზრდებაარითმეტიკული პროპორციით. ეს დისჰარმონია გამოიწვევს სიღარიბისა და შიმშილის ფართოდ გავრცელებას, რასაც მოჰყვება დაავადებები, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა და ომები. ამ თეორიის თანახმად, არსებობს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის ორი გზა: პროფილაქტიკური და პოზიტიური კონტროლი. პროფილაქტიკური ნიშნავს შობადობის სიჩქარის კონტროლს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; პოზიტიური  - სტიქიურ უბედურებებს, ომებს და ა.შ. (ტექნიკის გაუმჯობესებამ აჩვენა მისი მცდარობა)."
8.      "როგორც ანალიზი ცხადჰყოფს, შიმშილის ძირითად მიზეზს მრავალ ქვეყანაში წარმოადგენს არა მოსახლეობის სიჭარბე, ან მიწის რესურსების ნაკლებობა, არამედ სოფლის მეურნეობის მართვის სისტემების არასრულყოფილება."
  .      "ადამიანი დღეგრძელობისა და ცხოვრებისეულ ყოფით ხარისხს მსოფლიოში დღე უმეტესად ჯანსაღი ცხოვრების წესი, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის სრულყოფილი პროფილაქტიკა და შესაბამისი მკურნალობა განსაზღვრავს, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად, კვებით რაციონზეა დამოკიდებული."
1.    "პირველ „მწვანე რევოლუციას“ საფუძველი ჩაეყარა 1943 წელს მექსიკის მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პროგრამის და როკფელერის ფონდის საშუალებით; ამ პროექტით უდიდეს შედეგებს მიაღწია გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში ნორმან ბელროუგმა, რომელმაც გამოიყვანა ხორბლის მაღალეფექტური ჯიშები, ჩაწოლისადმი მედეგი მოკლე ღეროთი. 15 წლის განმავლობაში მოსავლიანობა 2-ჯერ გაიზარდა. ბორლოუგის ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა სელექციაში კოლუმბიაში, ინდოეთში, პაკისტანში. 1970 წელს  ბორლოუგს მიენიჭა ნობელის პრემია.
მწვანე რევოლუციას არასასურველი შედეგები მოჰყვა:
1.      მოსავლიანობის ასამაღლებლად ახალი თესლები მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალსა და სასუქებს (დაახლოებით სამჯერ მეტს, ვიდრე ტრადიციული კულტურები) პესტიციდებთან და ჰერბიციებთან ერთად. მათი შეძენა კი ძვირი ჯდება. მართალია, ღირებულება, ჩვეულებრივ, იფარება მოსავლიანობის ზრდით, მაგრამ წვრილი ფერმერებისათვის ძნელია საწყისი ფინანსირების მიღება.
2.      „მწვანე რევოლუცია“ ეფუძნებოდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციას, პესტიციდების გამოყენებას, ისეთი მცენარეების გამოყვანას, რომელთა გამოსაკვებად საჭირო იყო დიდი რაოდენობით წყალი და მინერალური სასუქები. ამასთან, მარცვლეულის ახალი ჯიშები დაავადებების უფრო ამთვისებელი აღმოჩნდა. მინერალური სასუქებით მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციამ დაარღვია ნიადაგების წყლის რეჟიმი, რამაც გამოიწვია სავარგულების დეგრადაცა - მასიური დამლაშება და გაუდაბნოება. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში სარწყავი მიწების თითქმის ნახევარმა დაიწყო დამლაშება მცირე ეფექტური სადრენაჟო სისტემები გამო. მიწების ეროზიამ და ნაყოფიერბის დაკარგვამ უკვე გამოიწვია სარწყავი მიწების დაშლა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში -36%-ით, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში - 30%-ით, აფრიკაში - 17%-ით და ცენტრალურ ამერიკაში - 30%-ით. სახნავად აიწეს ტყის მასივების გამოყენება.
3.      ამ რს ფართოდ დაიწყეს ქლორ და ფოსფორორგანული პესტიციდების (კარბოფოსი, დიქლოფოსი, დდტ და სხვ.) გამოყენება, რომლებიც ძნელად იშლება. მაგალითად, დდტ ნაპოვნი იქნა ანტარქტიი ცხოველებში, ათასობით კილომეტრით დაცილებული ამ ქიმიკატების გამოყენების ადგილიდან. აგროქიმიკატების ინტენსიური გამოყენება წარმოადგენს საშიშროებას გარემოსთვის (განსაკუთრებით მდინარეთა გასწვრივ, რომელთაც სარწყავად იყენებენ), რაც წარმოადგენს მსოფლიოში კიბოს ეპიდემიის გავრცელების მიზეზს. ამიტომ აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული 1000 მავნე ქიმიური ნივთიერებიდან 600.
4.      ინტენსიური იმიზაცია მოითხოვს მეტ შრომას ნიააგის მოსამზადებლად, თესლებისა და მცენარეების დასამუშავებლად, სასუქებისა და პესტიციდების შესატანად და მოსავლის ასაღებად.
5.      „მწვანე რევოლუციამ“ ხელი შეუწყო განვითარებად ქვეყნებში თესლების, სასუქების, პესტიციებისა და სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ბაზრების გლობალიზაციასა და დაპყრობას ტრანსნაცინაური კომპანიების მიერ. სიღატაკემდე მისული „მესამე მსოფლიოს“ გადარჩენის ნაცვლა, მსხვილი კორპორაციული ფირმების მიერ მხარდაჭერილმა „მწვანე რევოლუციამ“ გამოაძევა მილიონობით მსხვერპლი აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის სახნავი მიწებიდან. ამან კი გამოიწვია საშინელი ტექნოლოგიური კოლონიზაცია, რამაც ეს ქვეყნები გახადა კაპიტალისტურ სასოფლო სამეურნეო ბიზნესზე დამოკიდებული და გაანადგურა სამიწათმოქმედო თემები. გაჩნდა წიაღისეული სათბობის ფართო მოხმარების აუცილებლობა. ამ კოლონიზაციამ ბუნებაზე უპრეცედენტო ძალადობა გამოიწვია.
6.      „მწვანე რევოლუციის“ გავრცელებამ გავლენა იქონია როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ველურ კულტურათა  ბიომრავალფეროვნებაზე. საკვებით უზრუნვეყოფასთან ერთად მოხდა პათოგენების გააქტიურება (რომელთა რეგულირება აგროქიმიკატებით შეუძლებელია), რამაც გამოიწვია ათასი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გენეტიკური სახეობების გაქრობა.
7.      „მწვანე რევოლუცია“ ძირითადად განხორციელა ორ კულტურაზე (ხორბალი, ბრინჯი), მაშინ როცა, ფეტვოვან, პარკოსან და ტექნიკურ კულტურებზე ის ბევრად სუსტად აისახა."
11.  "პირველი „მწვანე რევოლუციის“ დასაწყისიდან მსოფლიოს მოსახლეობა ოთხი მილიარდით გაიზარდა. დღეს მსოფლიო ალაპარაკდა ახალი „მწვანე რევოლუციის“ აუცილებლობაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ინტენსიურ ქიმიზაციას და გენური ინჟინერიის გამოყენებას."
12.  "გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება ჩვენ უცხოელ კომპანიებზე დამოკიდებულს გაგვხდის და საფრთხეს შეუქმნის ეკოსისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით."
13.  "გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე უარის თქმა და ეკოლოგიურა სუფთა პროდუქციის მოყვანა უზრუნველგვყოფს სურსათით, დამოუკიდებლობით, ხოლო პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი მოგვიტანს უზარმაზარ მოგებას."
14.  "მიწა კი არ უნდა იხვნებოდეს, არამედ უნდა ფხვიერდებოდეს არა უღრმეს 5 სმ-ისა. გამოკვლევებმა აჩვენა,რომ გადაბარვა და ღრმა ხვნა თრგუნავვს მიკროორგანიზმების და ჭიების აქტიურობას, შლის ნიადაგის სტრუქტურას, რითაცა ქვეითებს მის ნაყოფიერებას. ამ დროს ხდება ჟანგბადით ნიადაგის გაჯერება და ნიადაგის ბაქტერიები  იწყებენ ჰუმუსის გარდაქმნას მცენარეებისათვის ხელმწისაწვდომ მინერალურ სასუქებად, რაც უზრუნველყოფს, საკმაოდ მაღალ მოსავლიანობას მოხნულ მიწებზე, მაგრამ მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში! შემდეგ ჰუმუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად ეცემა, მოსავლიანობა კლებულობს, მცენარეთა იმუნიტეტი სუსტდება, ვრცელდება დაავადებები და მავნებლები. მაშინ კი აუცილებელია სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენება.
ორგანული მიწათმოქმედების მეორე პრინციპია მულჩირება. მულჩა არის ყოველივე ის, რითაც დაფარულია ნიადაგი: ჩალა, თივა, ფოთლები, ნახერხი, მოცელილი სარეველები. მულჩა იცავს მიწას, მიკროორგანიზმებს და ჭიებს უქმნის ხელსაყრელ პირობებს."
15.  "მრავალწლიანი ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე ჩვენ მიერ შესწავლილია ცოცხალი უჯრედის მართვის გზები და გამოვლენილია ახალი თაობის უნივერსალური რეგულატორები, რომელთაც ჩვენ ბიოენერგოაქტოვატორები ვუწოდეთ (ბიორაგი, ემატონი, რაგოცინი, რაგილი, იმუნორაგი და სხვ.) და რომელთაც მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნიაისინი გარემოს გაბინძურების გარეშე ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების საშუალებას გვაძლევენ, რაც დღე ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა კაცობრიობის გადასარჩენად." 
16.  "ბიორაგი ბიოენერგოაქტივატორების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და სამეურნეო გამოცდებიდადგენილ იქნა მისი სრული უვნებლობა. უფრო მეტიც, გამოვლენილ იქნა მისი მაღალი ანტიმუტაგენური აქტივობა და პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები, რის გამოც რეკომენდებულ იქნა მისი გამოყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე მედიცინასა და კვების მრეწველობაში."
17.  "ბიორაგით დამუშავებულ მცენარეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კატექინების, ორგანული მჟავების, პექტინების, იოდის შემცველობა."
18.  "ბიორაგის მოქმედებით თითქმის 100%-ით ფესვიანდება სტევიის კალმებისტევია ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც სამედიცინო, უალკოჰოლო სასმელების, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, ისე საოჯახო პირობებში. სტევიის ძირითად კომპპნენტს შეადგენს სტევიდიოზი, რომლის სიტკბო 300-ჯერ აღემატება სუფრის შაქრის სიტკბოს. სტევიდიოზი საუკეთესო კონსერვანტია კვების პროდუქტთა დასაკონსერვებლად, რადგან აჩერებს ობის სოკოს და ბაქტერიების განვითარებას. ცნობილია სტევიის სამკურნალო თვისებები. იგი განსაკუთრებით ეფექტურია დიაბეტის, ღვიძლის დაავადებათა და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის. სტევია ითიბება 2-3 ჯერ, ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით4-5-ჯერ. 3 წლის საშუალო მონაცემებით ღრმაღელის ციტრუსოვან მეურნეობაში (ლანჩხუთის რაიონი) ბიორაგის გამოყენებით სტევიის მოსავლიანობა ჰექტარზე ამაღლდა 7დან 20ტონამდე (მოითიბა წელიწადში 4-ჯერ), ხოლო სტევიდიოზის შემცველობა გაიზარდა 6%- ით."
19. 
20.  "ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  და ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ძლიერ ტოქსიკური მეტალის -კადმიუმის (ოქროს წარმოების თანაპროდუქტის) შემცველობა ტექნოლოგიურად დაბინძურებულ ნიადაგზე (კაზრეთი, ბოლნისის -ნი) ბიორაგის გამოყენებით მოყვანილ შაქრის ჭარხალში მცირდება 5ჯერ. ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (.დუბნა)."
21.  "ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადებებით (ინფარქტი, ინსულტი და სხვ.) მათი  მკურნალობისათვის წელიწადში 10 მილიარდი დოლარი იხარჯება აშშ-ში. ამ დაავადებების მიზეზს მიკროელემენტების - იოდისა და სელენის დეფიციტი წარმოადგენს. მათი დეფიციტი ასევე იწვევს ბავშვთა არასრულფასოვან განვითარებას (კრეტინიზმი), ენდემურ ჩიყვს, ონკოლოგიურ დაავადებებს, ნაადრევ სიბერეს, შაქრიან დიაბეტს, სახსრების დაავადებებს, უშვილობას, ბიორაგის გამოყენებით მიღებული პროდუქტები (მაგალითად, სიმინდისაუკეთესო საშუალებაა აღნიშნულ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის, რადგან იოდის შემცველობა იზრდება 960% - ით, ხოლო სელენისა 200% - ით. საქართველო 100% სელენოდეფიციტური და 80% იოდდეფიციტური ქვეყანაა."
22.  "აგროსამედიცინო ტექნოლოგიის განვითარების დროული ხელშეწყობა განაპირობებს დაავადებების შემცირებას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის და ხარისხის გაზრდას."
23.  "სუფრის შაქარი (საქაროზა) ტკბილი გემოს საკვებია. პირდაპირი მოხმარების გარდა გამოიყენება საკონდიტრო, პურის, ღვინის და .. წარმოებაში. შაქრის მიღების ძირითადი წყაროებია: შაქრის ჭარხალი, შაქრის ლერწამი, შაქრის სორგო."
24.  "ბოლო ასწლეულში დედამიწა ერთი გრადუსით გაცხელდა. ტემპერატურის მომატებამ გამოიწვია ყინულის დნობა და, შესაბამისად, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა. გლობალურ დათბობასთან ერთად ცოცხალ ორგანიზმთა განადგურების რისკი სწრაფად იზრდება. კლიმატის ცვლილებების ძირითადი მიზეზია ნახშიროჟანგის რაოდენობის გაზრდა, რაც იწვევს  .. სათბურის ეფექტს."
25.  "ბიორაგის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მცენარეთა ზრდა-განვითარების დაჩქარება (მაგალითად, ტყის კულტურების 4-5 წლით) და მცენარეზე ფოთოლთა ზედაპირის საერთო ფართობის გაზრდა საშუალოდ 482% - ით, მაშინ როცა, ლიტერატურული მონაცემებით, საუკეთესო მაჩვენებელია 15-17%. ასევე აღსანიშნავია, რომ ქლოროფილის შემცცელობა იზრდება 82-91% - ით (ლიტერატურული მონაცემებით კი 2-7% - ით), რაც მკვეთრად აძლიერებს ფოტოსინთეზურ აქტიურობას (ნახშიროჟანგისა და მზის რადაციის შთანთქმას). 1 მილიონ ჰექტარ ფართობზე ბიორაგის გამოყენებI ყოველწლიურად შესაძლებელუა ატმოსფეროდან მცენარეების მიერ 30 მილიონ ტონამდე ნახშიროჟანგის შთანთქმა. ლიტერატურული მონაცემებით კი იმავე ფართობზე შესაძლებელია მხოლოდ 1 მილიონი ტონა ნახშიროჟანგის შთანთქმა." 
26.  "უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბიოენერგოაქტივატორების ზემოქმედებით მნიშვნელოვნად მცირდება ხორცში ქოლესტერინის რაოდენობა.
ბიორაგია გამიცვდამ წიწილების ზრდასა და განვითარებაზე აჩვენა, რომ მოი გამოყენება ისრაელის მეფრინველეობასა ყოველწლიურად მისცემს 20 მილიონი დოლარის მოგებას."
27.  "ბიოეთანოლი მაღალოქტანური საწვავია, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ბენზინთან ერთად. სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა ბიოეთანოლს იყენებს როგორც საწვავს, ხოლო სხვა ქვეყნების უმრავლესობა, - როგორც დანამატს. ავტომანქანებში ეთანოლს იყენებენ იმ დროიდან, როცა ჰენრი ფორდმა 1800 წელს შექმნა მოდელი T, რომელიც ეთანოლზე მუშაობდა.
ეთანოლის გამოყენება ბენზინის დანამატად ხელს უწყობს:
1.
ბენზინის უფრო სრულ წვას.
2.
გამონაბოლქვში ნახშირბადის ოქსიდის შემცირებას 30%-ით.
3.
მყარი ნაწილაკების შემცველობის შემცირებას 50%-ით.
4.
გამონაბოლქვი გაზების ტოქსიკურობის შემციტებას 21%-ით.
5.
ბენზინთან შედარებით უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებას.
6.
ავტომობილის ძრავებში ნამწვის რაოდენობის და მავნე ნივთიერებათა შემცირებას.
7.
ძრავის ოპტიმალური მუშაობის უზრუნველყოფას.
8. 
ბენზინი ხარჯის შემცირებას.
...
მისი წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი  ბევრად სუფთაა, ვიდრე ბენზინის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი. მეორე, ბიოეთანოლი, განახლებადი რესურსია. ეთანოლი ხელს უწყობს სათბური გაზების შემცირებას. ეთანოლი განიცდის ბიოდესტრუქციას და არ აბინძურებს ბუნებრივი წყლის სისტემებს.
ეთანოლის ენერგეტიკული ბალანსი დადებითია 1/35:1. ეს ნიშნავს, რომ ეთანოლის წარმოებისას იხარჯება უფრო ნაკლები ენერგია, ვიდრე წარმოიქმნება მისი წვისას. ბენზინის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფითია, .. მისი წვისას უფრო ნაკლები ენერგია გამოიყოფა, ვიდრე იხარჯება მისი წარმოებისას.
ნავთობის და ნავთობპროდუქტების შესაძლო გაჟონვები ბევრად საშიშია, ვიდრე ეთანოლის გაჟონვა. ეთანოლი წყალში იხსნება და არ წარმოქმნის ეთანოლის აფსკს, რომელიც აფერხებს სინათლისა და ჟანგბადის შეღწევას. მთელი ტანკერი ეთანოლი რომ დაიქცეს, ბიოსფეროს არავითარი ზიანი მიადგება, რადგან იგი თანაბრად იხსნება წყალში. მისი წილი ოკეანის ან ზღვის წყლის უზარმაზარ მოცულობაში უმნიშვნელოდ მცირე იქნება და არავითარ გავლენას არ მოახდენს ზღვის არსებებზე და პლაჟის სისუფთავეზე."
28.  "ბიოენეგოაქტივატორი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა; მცენარეში არ ტოვებს ნაშთს და ერთვება ნორმალურ მეტაბოლიზმში, ამცირრბს ნიტრატების და მავნე ნივთიერებების შემცველობას. უფრო მეტიც, ავლენს დამცავ მოქმედებას კაცეროგენების (კიბოს გამომწვევი ნივთიერებების) წინააღმდეგ. ბიოენერგოაქტივატორები უზრუნველყოფს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ ორგანიზმთა ბუნებრივ ნორმალიზაციას და წარმოადგენა მათი პროდუქტიულობის მართვის ეფექტიან მეთოდს. ბიოენერგოაქტივატორი, ფიზიოლოგიური რეგულატორული მექანიზმების გამოყენებით, განაპირობებს ადაპტაციას ექსტრემალური პირობების მიმართ; ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სისტემაზე: სუნთქვაზე, ცილების, ნახშირწყლების და მეორეული ნივთიერებების ბიოსინთეზზე; მკვეთრად ზრდის ზოგიერთი ფერმენტის (მაგალითად: კატალაზა, პეროქსიდაზა) აქტიურობას; ცვლის პროტოპლაზმის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს და უჯრედის მემბრაბაში წყლის და მინერალურ ნივთიერებათა მიღწევადობას."
29.  "გარემოსთან ადამიანის ადაპტაცია შესაძლებელია ორი გზით: 1) გარემოს დაცვის გასაუმჯობესებლად. 2) ადამიანის ორგანიზმის მდგრადობის გაზრდით მავნე ფაქტორების მოქმედების მიმართ.
ცოცხალ ორგანიზმთა ადაპტაცია სხვადასხვა პირობების მიმართ შესაძლებელია ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით. ისინი ამჟღავნებენ ძლიერ ბიოპროტექტორულ თვისებებს, რითაც ამცირებენ ქიმიზაციის მავნე გავლენას ადამიანზე.
უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბიოენერგოაქტივატორების ზემოქმედებით ხდება მცენარის კომპენსატორული უნარების გაძლიერება, რის გამოც მცენარე სწრაფად (3-ჯერ და უფრო მეტად, ვიდრე ბიოენერგოაქტივატორრბის გარეშე) გამოდის სტრესული მდგომარეობიდან. ფოტოსინთეზჯს და სუნთქვის პროცესების გააქტიურების გამო ჩქარდება მცენარის რეპარაცია (აღდგენა) და ცვლადი გარემო პირობებისადმი მისი აკლიმატიზაცია (შეგუება), რაც, შესაბამისად, ზრდის ბიოპროდუქტიულობას. "
30.  "ბიოენერგოაქტივატორები და აგროპარადოქსები.

ბიოენერგოაქტივატორებმა პრინციპულად შეცვალა მემცენარეობის და სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი პრინციპები.

) მცენარეთა მწვანე მასის ზრდა, ჩვეულებრივ, უკუპროპორციულ დამოკიდებულეაშია ნაყოფის პროდუქტიულობასთან. ბიოენერგოაქტივატორების საშუალებით კი ერთდროულად იზრდება როგორც ნაყოფის, ისე მწვანე მასის მოსავლიანობა და ხარისხი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქონლის საკვები ბაზის წარმოებაში.
ბ) დღემდე ცნობილი მეთოდების გამოყენებით მოსავლიანობის გადიდება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავესთან. მოსავლის ზრდას თანამედროვე ინტენსიურ მემცენარეობაში, წესისამებრ, თან ახლავს მისი ხარისხის გაუარესება (ჭარბი ქიმიზაციის, გენური ინჟინერიის და ა.შ. გამოყენება). ბიოენერგოაქტივატორების საშუალებით კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება მოსავლის ხარისხი ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მიკროელემენტების გაზრდის ხარჯზე. მაგალითად, სიმინდში საგრძნობლად იზრდება ლიზინის, მიკროელემენტების (იოდი, სელენი) შემცველობა, შაქრის ჭარხალში, ყურძენსა და სხვა ხილში - შაქრიანობა, მზესუმზირაში - ზეთიანობა, სამკურნალო მცენარეებში - ნახშირწყლების, ორგანული მჟავების, ალკალოიდების შემცველობა და ა.შ.
გ) დღეს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მცენარეთა ზრდის სტიმულატორები შერჩევითად მოქმედებს ამა თუ იმ კულტურაზე და მათი უმრავლესობა არ არის ეკოლოგიურად სუფთა, ხოლო მოსავლის ნამატი უმნიშვნელოა და, ხშირ შემთხვევებში, ადგილი აქვს ხარისხის გაუარესებას.
ზრდა ურთულესი ფიზიოლოგიური პროცესია. იგი უჯრედში მიმდინარე მრავალი ცალკეული რეაქციისგან შედგება. ცნობილ სტიმულატორებს არ შეუძლია ერთდროულად ყველა მათგანზე იმოქმედოს. ამიტომ მათი მოქმედება არაერთგვაროვანია. ერთნი აჩქარებენ ფესვთა სისტემის ზრდას (თუმცა ვერ ზრდიან ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებათა შეწოვის უნარს), მეორენი - თესლების და ძირხვნების განვითარებას, მესამენი - მწვანე მასის ზრდას.
დ) ჩვეულებრივ, სხვადასხვა მცენარეზე სხვადასხვა სტიმულატორი მოქმედებს. ბიოენერგოაქტივატორი კი იწვევს როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი პრატიკულად ყველა მცენარის აქტიურად ზრდასა და განვითარებას.
ე) აგრობიოორგანული ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთი სფეროა ნიადაგის ბიოტის შენარჩუნება, მისი აქტიურობის რეგულირება და ნიადაგის ჰომეოსტაზური ორგანიზმების (მიკროორგანიზმების შედგენილობის და მრავალფეროვნების ჩათვლით) დაცვა.
ბიოორგანული მეურნეობა წარმოადგენს არა მარტო მაქსიმალურად შესაძლო მოსავლის და ეკოლოგიურად სუფთა უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მიღების საშუალებას, არამედ ბუნებრივი ეკოლოგიური ბიოცენოზის აღდგენისა და ბუნებრივი მრვალფეროვნების (რომელიც სწრაფად იკარგება გადაჭარბებული ქიმიზაციის გამო) გამდიდრების ეფექტიან გზას. ეს არის გარემოს დაცვის და ნიადაგის გაუმჯობესების საშუალება.
ბიონერგოაქტივატორის საშუალებით მცენარე ივითარებს მძლავრ, გრძელ და დატოტვილ ფესვთა სისტემას. მკვეთრად ძლიერდება ნიადაგიდან წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისებაც. ამის გამო მნიშვნელოვნად მცირდება სასუქების მოხმარების ნორმა. უფრო მეტიც, ბიოენერგოაქტივატორები აძლიერებს ნიადაგის მიკრობიოლოგიურ ინტენსივობას და ნიადაგის ქვედა ფენებიდან ქიმიურ ნივთიერებათა ბიოგენუმიგრაციას, რის გამოც მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგი არათუ იფიტება, არამედ ნოყიერდება (!). მაგალითად, წუღრუღაშენში მამათა მონასტრის ტერიტორიაზე (ბოლნისის რაიონი) ხრიოკ ადგილზე (აგროქიმიური შემადგენლობა: აზოტი - 20,6 მგ/ლ, კალიუმი - 65მგ/ლ, ფოსფორი 0მგ/ლ) დაითესა ბიორაგით დამუშავებული ხორბალი. მოსავლის აღებისი შემდეგ ჩატარებულმა აგროქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიადაგი საკმაოდ გამდიდრდა (აზოტი - 24,4 მგ/ლ, კალიუმი - 80მგ/ლ, ფოსფორი - 0,058 მგ/ლ). როდესაც მწვანე რევოლუციის მამას, ნობელის პრემიის ლაურეატს, მექსიკელ სელექციონერ ბორლოუგს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელსაც სასუქები არ დასჭირდება, მან უპასუხა, რომ იგი ამას შეძლებს ერთი წლის შემდეგ, როცა დამუშავდება ქალის ან კაცის მიღების გზები, რომელთაც საკვები არ დასჭირდებათ. ამ ხუმრობაში ბევრი სიმართლეცაა: მაღალი მოსავლის მისაღებად მცენარე კარგად უნდა ვკვებოთ. ბიოენერგოაქტივატორი მწირ ნიადაგზეც კი (თუ იგი არ არის მძიმე მექანიკური შედგენილობის) უზრუნველოფს მცენარის საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.
როგორც მრავალწლიანმა გამოკვლევებმ აჩვენა, ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით შესაძლებელია: ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის (პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებების მქონე) მოსავლის მიღება; ძნელად დასაფესვიანებელი, მრავალწლიანი ძვირფასი მცენარეების ვეგეტაციურად გამრავლება და ზრდისა და ნაყოფმსხმოიარობის რამდენიმე წლით დაჩქარება; მეაბრეშუმეობის აღდგენა; ძველი ენდემური ვაზის ჯიშების გამრავლება; ინფექციებისადმი მგრძნობიარე მაღალხრისხოვანი ლიმონის (როგორიცაა, მაგალითად: „ახალქართული“ ჯიში) პლანტაციების აღდგენა; მაღალპროდუქტიული თხილის პლანტაციების მოშენება; ფრინველთა და ცხოველთა ცოცხალი წონის პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა.
ბიოენერგოაქტივატორებს და მათი გამოყენებით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ახასიათებს მაღალი ანტიმუტაგენური, ანტიციტოტოქსიკური და ანტიზოგადტოქსიკური ეფექტი. ისინი ცნობილ აგროპრეპარატებთან შედარებით რამდენიმეჯერ ამცირებენ პესტიციდების, სასუქებისა და გარემოში არსებულ კანცენოგენურ ნივთიერებათა მიერ გამოწვეულ მუტაგენურ და ტოქსიკურ დარღვევებს, რითაც მკვეთრად აქვეითებენ ავთვისებიან სიმსივნეთა რისკს (შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადების ინსტიტუტის და ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის მონაცემები).
ამგვარად, ბიოენერგოაქტივატორები (ბიორაგი და სხვ.), რომლებიც შექმნილია ხანგრძლივი ფუნდამენტური კვლევის შედეგად, მრავალპროფილიანი ახალი ბიოპრეპარატებია; ისინი იწვევენ ცოცხალი ორგანიზმის სარეზერვო მექანიზმების მაქსიმალურად გააქტიურებას და პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლინებას.
შექმნილია ტექნოლოგიის სრულიად ახალი ტიპი - აგროსამედიცინო ტექნოლოგიები ანუ სამკურნალო-პროფილაქტიკური სოფლის მეურნეობა.
ადამიანს დედაბუნებასთან მზრუნველი დამოკიდებულებით და გონივრული თანამშრომლობით სასწაულების მოხენა შეუძლია. ამერიკელი მეცნიერის - მანდელსდორფის მონაცემებით, ჩვენ ერამდე 5 ათასი წლის წინათ,სიმინდის ტაროს სიგრძე შეადგენდა მხოლოდ 2 სანტიმენტრს. რეალური მოსავლიანობა ჯერ კიდევ ბევრად დაბალია შესაძლო მოსავლიანობასთან შედარებით (ხორბალი - 14ტ/ჰა, სიმინდი 22ტ/ჰა).
პროფესორმა ჰაუსენმა ჟენევაში გამოთვალა, რომ, თუ ხორბლის ერთი მარცვალი მოგვცემს 100 მარცვალს, მაშინ 10 წლის განმავლობაში მისგან წარმოშობილი მარცვლები საკმარისი იქნება დედამიწაზე ყველა ადამიანის გამოსაკვებად მთელი წლის განმავლობაში. ბიორაგის გამოყენებით კი ხორბლის ერთი მარცვლისგან (ჯიში „ალაზნის ველი“) სიღნაღის რაიონში ამავე წელს მიღებულ იქნა 8250 მარცვალი.
პლანეტაზე შიმშილის დამარცხება შესაძლებელია აზროვნების შეცვლით. სწორედ ამაშია ახალი „მწვანე რევოლუციის“ არსი!"




No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.