ქართულ სალიტერატურო ენაში ხშირად(როგორც ზეპირი ისე
წერითი მეტყველებისას) თანდებულების არადანიშნულებისამებრ,
სხვა შინაარსით გამოყენების მაგალითები შეინიშნება. მიუხედავად
იმისა, რომ თანდებულებს თავისი კონკრეტული, განსაზღვრული
ფუნქციები აკისრიათ, რატომღაც ცდილობენ სხვა თანდებულის მოვალეობა შეუთავსონ (ზოგიერთ შემთხვევაში კალკირების წყალობით),
რაც ხელს უწყობს გარკვეულ თანდებულთა არეალის შევიწროებასა
და ენაში უმართებულო ფორმების წარმოქმნას.

პრესასა (ძირითადად) თუ მხატვრულ (როგორც ორიგინალურ,
ისე თრგმნილ) ლიტერატურაში შეინიშნება -ზე თანდებულის უმართებულოდ გამოყენების რამდენიმე ტენდენცია. ქართულ სალიტერატურო ენაში ზოგი სახელის -ზე და -ში თანდებულიანი
ფორმა ერთი და იმავე დანიშნულებით იხმარება. მეტ-ნაკლები
სიხშირით გვხვდება მაგალითად: ბაზარშიიყიდა და ბაზარზე
იყიდა, გზაშიეყარა და გზაზეეყარა… საჭიროა, ყოველი კონკრეტული
თანდებულიანი სახელისათვის ბუნებრივი, მართებული და არაბუნებრივი, უმართებულო კონტექსტების წარმოჩენა და, შესაბამისად, სალიტერატურო ენაში არსებული დარღვევების თავიდან აცილება.
ამისათვის, უპირველ ყოვლისა, გავიხსენოთ, რომ -ზე თანდებული
მიცემით ბრუნვას დაერთვის, მიუთითებს რამეზე ზემოთ მყოფობას
და მიუგებს კითხვებზე: რაზე და ვისზე… თუმცა მისი ეს ფუნქცია,
ზოგჯერ უარყოფილია და უმართებულო ფორმებიც შემოდის ენაში.
ა) სწავლა მაგისტრატურაში და არა მაგისტრატურაზე;
ბ) ექსკურსია თეძმის ხეობაში და არა ხეობაზე;
გ) ცხოვრება ბინაში და არა ბინაზე;
დ) სტუმრობა ვილაში და არა ვილაზე;
ე) მუშაობა კუბაში (სახელმწიფო) და არა კუბაზე;
ვ) შეკრება კალოსუბანში და არა კალოსუბანზე…
-ზე თანდებულით -ში თანდებულის ჩანაცვლება რუსული ენის
გავლენაა, კალკს წარმოადგენს და უარსაყოფია. რუსულ ენაშიადგილისა
და სივრცის აღნიშვნისასна თანდებულიв-ს ფუნქციით გამოიყენება
(жить на вилле, быть на квартире, отпровиться на Кавказ, идти на
работу). ქართულ ენაშიც (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ) -ზე და -ში
თანდებულები გარკვეულ შემთხვევაში ერთმანეთს ფარავენ, ერთმანეთს
ენაცვლებიან, მაგრამ არა აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევებში.
დასახელებულ მაგალითებში მართებული იქნებოდა არა -ზე, არამედ –
ში თანდებულის გამოყენება.
მართალია, მწერალს, მთარგმნელსა თუ ჟურნალისტს გამოხატვის
სრული თავისუფლება, საკუთარი ორიგინალური სტილის შექმნის,
ჩამოყალიბების უფლება აქვს, მაგრამ არა ენის ნორმების დარღვევისა
და უგულებელყოფის ხარჯზე.
ლექსემებისა და ფორმანტების ერთმანეთთან დაკავშირებისას
მათი მართებულად მისადაგება ენის სპეციფიკის გათვალისწინებითა
და უნიფიცირებული ნორმების დაცვით უნდა ხდებოდეს.
ავტ: ვ. მ ა ღ რ ა ძ ე.
წყარო: ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო საერთაშორისო სიმპოზიუმი – “იბერიულ-კავკასიურ ენათა ფუძისა და ძირის სტრუქტურის საკითხები” (თბილისი,2015წ.)
წყარო: ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო საერთაშორისო სიმპოზიუმი – “იბერიულ-კავკასიურ ენათა ფუძისა და ძირის სტრუქტურის საკითხები” (თბილისი,2015წ.)
No comments:
Post a Comment